ამაია საკუთარ ოთხში ისვენებდა და მენტალურად ემზადებოდა იმ შეჯიბრისათვის,რომელიც მალე კარზე მოუკაკუნებდა.კონკურენცია იზრდებოდა და ეს განხილული თემებიდან ჩანდა. გუშინდელმა საუბარმა ჯონგუკთან მისი გონება სრულიად ამოატრიალა.ამასია ვერ ხვდებოდა,თუ რით დაიმსახურა თანაკლასელისაგან წამოსული ბრაზი და სიძულვილი.ჯონგუკის თვალებში შუღლი კიოდა,ის არ მოისვენებდა,სანამ ამაიას დაცემულს,განადგურებულს არ ნახავდა და მისი პირველი ნაბიჯი კონკურსში გამარჯვება იყო.პირველი რაუნდი ორშაბათს თერთმეტ საათზე იმართებოდა,ამიტომ ამაია დილით ადრე მოემზადა,რომ გონება განეტვირთა და პირველი რაუნდი დაუბრკოლებლად გადაელახა.
შენობაში ხალხი ირეოდა,თუცმა სუჯინმა და მინგიუმ ადვილად მიაკვლიეს მეგობრის კვალს და პლაკატი გაშალეს,რომელიც ამაიას საგულშემატკივროდ გააკეთეს.გოგონას ძალიან გაუხარდა მეგობრების ეს ჟესტი,რამაც მეტი თავდაჯერებულობა და გამარჯვების სურვილი შესძინა.
კონკურსანტები გამოცხადდა,მათ შორის კიმ ამაია და ჯონ ჯონგუკი,რომელიც ბოლო წუთამდე მონაწილეთა სიაში არ ეწერა. გოგონა დაიძაბა,სამართლიანია იმის თქმაც,რომ მას ცოტა არ იყოს,შეეშინდა, მაგრამ ჯონგუკს აუცილებლად დაამარცხებდა.არ მისცემდა ტირანს საშუალებას სკოლის გაზეთი ხელში ჩაეგდო.
დრო ჩაირთო,პირველი დავალება გაჟღერდა-"ის,რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გინდათ"
ამაიამ გაიღიმა,მას ხშირად უფიქრია იმაზე,თუ რა აკლდა ცხოვრებაში,მაგრამ საბოლოოდ,იმ დასკვნამდე მიდიოდა,რომ ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისათვის.მისი ერთადერთი საზრუნავი და სადარდებელი იყო-სამართლიანობის აღდგენა.ის ვერ ეგუებოდა,როდესაც დაბალი ფენის ადამიანი იმის გამო იჩაგრებოდა,რომ მას ცხოვრებამ ზურგი აქცია.დრო გადიოდა,ამაიამ თემა თითქმის დაასრულა და ჯონგუკისაკენ გააპარა მზერა,ბიჭი თავჩაღუნული,მთელი კონცენტრაციით წერდა,ის იმდენად იყო ჩართული წერის პროცესში,რომ ამაია მოინუსხა მისი შემართებით,გოგონა ისევ უცქერდა,თვალმოუშორებლად და მიხვდა,რომ მასში რაღაც შეიცვალა,რაღაც,რაც არ უნდა შეცვლილიყო.
YOU ARE READING
Infinity in one second
Novela Juvenilმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.