სადაც არ უნდა იყო

70 11 4
                                    

დროთა განმავლობაში უგრძნობი ხდები ყველაფრის მიმართ..შემდეგ გეკითხებიან იმას,თუ რამ გამოიწვია ეს,მაგრამ პასუხიც კარგად იციან,იციან,რომ დამნაშავენი თავად არიან,თუმცა ამის აღიარებას სიკვდილი ურჩევნიათ,სიმართლე კი არ იცვლება.
.
.
ირგვლივ ხმაური ჩქეფდა,თითქოს საზოგადოებაში არაფერი შეცვლილა,ამ დროს კი კონკრეტული ადამიანის ცხოვრება ბეწვზე ეკიდა და თავდაყირა ტრიალებდა..ახალგაზრდა გოგონამ პირველად დააყენა მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ,ხოლო აწმყოს დიდი წერტილი დაუსვა,მაგრამ ეს ფაქტი ძალიან აწუხებდა და გულს ათას ნაწილად უმსხვრევდა.
ამ რამდენიმე თვეში საგრძნობლედ შეიცვალა ყველაფერი და ამაიამ იცოდა,რომ განვლილი წელი ნამდვილად მთელი დარჩენილი დრო წარუშლელ მოგონებად დარჩებოდა მეხსიერებაში,ცალკე კი ჯონგუკი.
ბიჭის მიმართ გრძნობები არ ნელდებოდა იმაზე ფიქრის შემდეგაც კი,რომ ამაია მას ვეღარასოდეს ნახავდა.

-რატომ ასე მოულოდნელად?-კითხულობს ამაია,მაშინვე,როდესაც ჰესუკი უახლოვდება.

-მანქანაში ჩაჯექი,იქ ვისაუბროთ,-დაღონებული ამბობს მამაკაცი და საჭესთან იკავებს ადგილს.

ამაიამ მგზავრის სავარძელი დაიკავა,ის  სიმშვიდეს ინარჩუნებდა,მაგრამ ნელ-ნელა გრძნობდა როგორ ერეოდა ბრაზი მის არსებას,მაგრამ მიუხედავად ამისა,გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

-რამდენიმე შენი კლასელისა და თანადკოლელის შესახებ საჩივარი შევიდა პოლიციის განყოფილებაში,-დაიწყო საუბარი ჰესუკმა,ინფორმაციამ კი ამაიას სრული გაოცება გამოიწვია.რასაკვირველია,გოგონამ აქამდე ამის შესახებ არაფერი იცოდა,-ჯუნვუ გაცოფებულია,რადგან ოფიცერმა,რომელმაც ჩვენება ერთჯერადი მობილურით მიიღო, ამტკიცებს,რომ მომჩივანი კიმ ამაიაა,მან  მოითხოვა სკოლის გაზეთში დაბეჭდილი სტატიები სამხილად მიიჩნიონ და ასევე მას აქვს ვიდეო,რომელიც მის ჩვენებას დაადასტურებს.

Infinity in one secondWhere stories live. Discover now