კარგი თუ ცუდი?

166 19 2
                                    

ცვლილებების პირველ დღეს დირექტორი აღფრთოვანებით საუბრობდა თუ როგორი ფურორი მოახდინა და რის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი.მას ეგონა,რომ მომავალს უკეთესობისკენ ცვლიდა,
ვერ წარმოიდგენდა თუ რამხელა გავლენას მოახდენდა ამ სკოლის მოსწავლეებზე მისი თვითკმაყოფილება.

პირველი დღე დაუვიწყარი იყო,თუმცა არც სხვა დღეები ჩამორჩება მას.ათი მოსწავლე ჩემს კლასს ეწვია, მასწავლებლების ჯგუფიც კი აღფრთოვანების ტალღის ქვეშ იყო. ნამდვილად მაინტერესებდა რატომ ხდებოდა ასე,რატომ შეიცვალა ყველა და რამ მოახდინა მათზე ასეთი გავლენა, მოლოდინი შიგნიდან მჭამდა.როდესაც მათი კლასში შემოსვლის ჟამი დადგა გული გამალებით მიცემდა და ვერ ვხვდებოდი რატომ.

კლასში,დაფის წინ ათი ჩემი მომავალი თანაკლასელი ჩამწკრივდა,ისინი,თითქოს ამისთვის საათები ემზადებოდნენ,როგორც საწვრთნელ ბანაკში.გრაციოზულობა ეტყობოდა ყველა მათ მოქმედებას, ჩაცმულობას, გამოხედვას, თავდაჭეილობასა და თავდაჯერებულობას.
ისინი მომხიბვლელები იყვნენ და კლასში ყველას ყურადღება დაიმსახურეს.რვა მათგანი ბიჭი იყო,ორი კი გოგო..ყველას სახელის დამახსოვრება ვერ შევძელი, თუმცა მომდევნო ორი კვირის მანძილზე იმდენად ხშირად მომიწია რამდენიმე მათგანის წარმოთქმა,რომ უკვე ღამის კოშმარად მექცა.

ჩემი სახელი კიმ ამაიაა და მე არაერთხელ ვცადე მათთვის ნიღბის ჩამოგლეჯა,თუმცა ყოველი ჩემი ნაბიჯი წარუმატებელი,დაუფასებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ კი დავნებდი ისე,როგორც მათ სურდათ,რაც მთელი ცხოვრება თან მსდევდა,მაგრამ კარგი ის არის,რომ მე ვცადე.

ჩემთვის ამოცანად დარჩა,თუ რატომ გადმოიყვანეს საჯარო სკოლაში შვილები მდიდარმა მშობლებმა მაშინ,როცა მათ ელიტარულ სკოლებში უნდა ესწავლათ ან კერძო კოლეჯებში.ვფიქრობ,ეს უბრალოდ კომპანიების პიარისა და ბიუჯეტური წინსვლისთვის გააკეთეს.

Infinity in one secondWhere stories live. Discover now