შენ!

89 13 4
                                    


ნახევარფინალის დილას ამაიამ შეტყობინება მიიღო უცნობი ნომროსაგან.

"წარმატებები."-წერდა ის.

გოგონას სახეზე ეჭვი გამოისახა.ის, თითქოს გრძნობდა,თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო უცნობი ნომრის მიღმა,თუმცა ჩათვალა,რომ ეს უაზრო ვარაუდი იყო და ჯონგუკი ამისთვის თავსაც არ შეიწუხებდა,საკუთარ ფიქრებზე მშვიდად ჩაეღიმა და თავისი საქმე განაგრძო.
ამაიას სურდა სრულიად განედევნა ფიქრები ჯონგუკზე,მაგრამ რატომღაც ყოველთვის,როდესაც გოგონა თვალებს დახუჭავდა თანაკლასელის სახე წარმოუდგებოდა ხოლმე,რომელსაც გონებიდან ვეღარ იგდებდა.ჯონგუკი სძულდა,ეს გააზრებული ჰქონდა,თუმცა აქ იყო კიდევ რაღაც.რაღაც,რაც მოსვენებას არ აძლევდა მის გულს.
.
.
.
თეჰიონმა გადაწყვიტა ჩემთვის მხარდასაჭერად ნახევარფინალზე წამოსვლა,მინდოდა,რომ წამოსულიყო, თავს მასთან მეტად კომფორტულად და დაცულად ვგრძნობ,მისი ჩემს გვერდით ყოფნა კი,დარწმუნებული ვარ,ჩაახშობდა იმ შიშსა და შფოთს,რომელიც ჯონგუკის კონკურენციის შედეგი იყო.მინდოდა,არ ვყოფილიყავი უძლური მის გვერდით,მაგრამ ჩვენმა ბოლო შეხვედრამ დამარწმუნა,რომ ჯონგუკი ის ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს მიმდინარე ცხოვრებაში,რომელიც ახერხებდა და მასუსტებდა,ამ გრძნობას კი ვერაფერს ვუხერხებდი.
როდესაც თეჰიონი ჩემს წასაყვანად მოვიდა,სიხარულით ჩავირბინე მარმარილოს კიბე და ბიძაშვილი გულში ჩავიკარი,რადგან რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ,რაც ის ბოლოს ვნახე.

-მზად ხარ,ნახევარფინალისტო?- მეკითხება თე და ლამაზად იღიმის.

-რასაკვირველია,დღეს ჩემს შესაძლებლიბებში საბოლოოდ დარწმუნდები,-ნიშნისმოგებით ვეუბნები მას და ჩაფხუტს ვირგებ,რომელიც სპეციალურად ჩემთვის დაამზადებინა.

-შენში ეჭვი არასოდეს შემპარვია,-მშვიდად,უცნაური ტონით ამბობს თე და მიღიმის.მისი სიტყვები და ქმედება,რომელიც განსაკუთრებით თბილია,ეჭვებს მიღვიძებს.რაღაც ხდება,ამაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ ამ თემაზე კონცენტრაციისათვის არ მეცალა,დღეს ჯონგუკი უნდა დამემარცხებინა,მისი თვითკმაყოფილება უნდა გამენადგურებინა,ეს იყო ჩემი მიზანი.

Infinity in one secondWhere stories live. Discover now