ის მის გარეშე სრულიად ცარიელ,უემოციო, უსიცოცხლო არსებას ემგვანებოდა.ჯონგუკი ნელ-ნელა,თუმცა საბოლოოდ რწმუნდებოდა, რომ ამაიას გარდა მის სულს ვერავინ განკურნავდა,ის წამალი იყო მისი ჭრილობებისთვის.ჭრილობებისთვის,რომელიც გულს ათას ნაწილად ხლეჩდა.
ფიქრების ღრუბელი შეიკრა ჯონგუკის თავზე და მოსვენებას არ აძლევდა მას მოწოლილი მღელვარება.რა მოხდებოდა მაშინ,თუ გოგონა მასზე უარს იტყოდა?!-ჯონგუკმა ჩაიცინა და გვერდი იცვალა,ახლა მისი მთელი ყურადღება ზემოთ იყო მიბყრობილი,საიდანაც ბიჭისათვის მნიშვნელოვანი სიტყვები იცქირებოდა.
"თავისუფლებას არსებობა არარსებობის საზღვრებს უწესებს."-ლამაზი,კოხტა ასოებით ამოკვეთილიყო წარწერა ჭერზე.ჯონგუკი იდაყვებს დაეყრდნო და თავი უკან გადააგდო,ღრმად რამდენჯერმე ჩაისუნთა,შემდეგ ასევე მშვიდად ამოისუნთქა და გაახსენდა შეგრძნება,რომელიც არ ტოვებს მის არსებას მაშინ,როდესაც ის ამაიას გვერდითაა,ნუთუ,ესაა თავისუფლება,როდესაც სულიერი სამყარო მშვიდადაა,თითქოს შენ გარშემო არანაირი სადარდებელი არ არსებობს და მხოლოდ ისღა დაგრჩენია იცხოვრო სახეზე გამუდმებული ბედნიერი გამომეტყველებით?!
ჯონგუკს საწადელისათვის უნდა მიეღწია,ამაია მისთვის სამიზნე გახდა,რომელსაც ისარს არაფრის დიდებით არ ააცილებდა.მან მიზანი დაისახა და არ აპირებდა დანებებას,არავითარი ფასის სანაცვლოდ.ჯონგუკს ამაია სჭირდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა,თუ რა გზით მიაღწევდა გოგონამდე-ის მისი გახდებოდა, აუცილებლად.
.
.
.
-დღეს შენი დავალება შეასრულე,ამაია,- კეთილგანწყობილად იღიმის ჰესუკი და თავს ოდნავ გაბრუებულად გრძნობს ბორდოსფერი სასმლის გამო.-წავიდეთ,ძვირფასო,-ტკბილად მიმართავს ისული მეუღლეს,-ძილინებისა,საყვარელო,- ემშვიდობება ის გოგონას და შუბლზე კოცნის, შემდეგ კი ჰესუკთან ერთად საძინებელში უჩინარდება.
YOU ARE READING
Infinity in one second
Teen Fictionმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.