სიყვარული და ომი

84 12 2
                                    


ვინ არის მეტად ძვირფასი?-ის,ვინც მის მთელ თავისუფალ დროს გითმობს,თუ ის,ვინც დროს ათავისუფლებს შენთან ყოფნის გამო?

ურთიერთობები ყველაზე ფაქიზი,საფრთხილო, რთული ფენომენია.ადამიანი ურთიერთობების გარეშე ხომ სრულიად მარტოსული,ერთი უბრალო,უგრძნობი არსება გახდებოდა,როგორც სანაპიროზე უსულოდ მიგდებული ლამაზი ქვა.
ანდაც,ქარის დროს ცაში მღელვარედ აჭრილი, მონავარდე ფოთოლი,რომელმაც არც კი იცის, თუ სად მოუწევს ჩამოვარდნა.
.
.
.
-ძვირფასო,ოთახში ხარ?-ისული გოგონას ოთახში იჭრება და საწოლზე ქალიშვილის გვერდით იკავებს ადგილს.

-დედა,ხომ იცი,რომ დედა-შვილური საუბრისთვის ჯერ მზად არ ვარ?!-ამაიას ნამდვილად არ სურდა,რომ ქალბატონისათვის გული ეტკინა,მაგრამ მამამისზე საუბარი ახლა ისევ დააფიქრებდა წარსულზე და დაანაღვლიანებდა.

-უბრალოდ მინდოდა მეკითხა კარგად იყავი,თუ არა,-თქვა ისულმა და გოგონას თმაზე მოეფერა.

-მე..კარგად ვარ,დედა,-დარწმუნებით თქვა მან,- შეგიძლია დღეს ბიძია და თე ვახშამზე მოიწვიო?

-არ შემიძლია,-ჩაფიქრდა ისული,რამდენიმე წამში კი ქალიშვილს თვალებში შეაცქერდა,- დღეს მამაშენის დაბრუნების აღსანიშნავი წვეულება იმართება,-გოგონას სახეზე გაურკვევლობა ადვილად ამოიკითხა ისულმა,ქალბატონი სიტუაციის სირთულეს ეჭვგარეშე იაზრებდა,თუმცა არ შეეძლო ოჯახის კეთილდღეობაზე მეორეხარისხოვნად ეფიქრა,- ვიცი,რომ მისთვის ჯერ არ გიპატიებია და ალბათ მეც ვერ მაპატიე,მაგრამ გთხოვ,ამაია,ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის და გპირდები,რომ თეჰიონი იქ აუცილებლად იქნება,-თავი დაუკრა ისულმა ამაიას და გოგონა საკუთარ ფიქრებთან მარტო დატოვა.

ამაიას რთული დღეები დაუდგა,მან არც კი იცოდა,თუ როგორ გამკვლავებოდა ყოველივე ამას,მისთვის,თითქოს ყველაფერმა კულისებში გადაინაცვლა გარდა ოჯახში დატრიალებული გაურკვევლობებისა და ახლა ჯონგუკთან უთანხმოება ყურადღების გადატანის გზად ეჩვენებოდა.ამაია ძალიან ჩაიკეტა,თუმცა სახლში ყოფნა სულს უხუთავდა,ამიტომ სკოლაში წასვლას ამჯობინებდა ხოლმე,დღეს კი ნამდვილად ვერ გაექცეოდა საკუთარ მშობლებს,ამასთანავე,მან იცოდა,რომ ახლა ბავშვურად მოქცევის დრო არ იყო და ყოველდღიურობას,რომელიც პრობლემური გამხდარიყო,პირისპირ უნდა დადგომოდა.

Infinity in one secondWhere stories live. Discover now