ყველაფერი უცნაურობისაკენ მიდიოდა. დიახ,ყველაფერი და ეს არ იყო გაბუქებული თინეიჯერის გონების გამოძახილის გამო,ან გრძნობებით გაუბედური გულის კარნახით.
სკოლაში ყოფნის მეექვსე კვირას მთელი შენობა ვანდალების მიერ დარბეულს ჰგავდა.
გრძელ დერეფანში მივაბიჯებდი და მეგონა, რომ უარესი წარმოუდგენელი იქნებოდა,მაგრამ ჯერ ამის თქმა ძალზე ნაადრევი იყო.ჩემს ფეხებთან ნაგვის პატარა,შავი ურნა აღმოჩნდა,რომელიც მეხუთე კლასიდან მოგორავდა.ოთახისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი,ჩანთა იქვე,კედელთან მოვიქნიე მთელი ძალით,რადგან სიბრაზემ ჩემი სხეული წამში მოიცვა,როდესაც გავაანალიზე,თუ რატომ ისმოდა სავარაუდოდ,მეხუთე კლასელის ტირილი და გამუდმებული თხოვნა შეწყალებისათვის.კლასში შესვლისთანავე ბულერების წრე გავარღვიე,ერთ-ერთი ადვილად ამოვიცანი- ნაბიჭვარი ჯექსონი.მისი ქვედა ყბის ძვალს ჩემი მთელი ძალით შეკრული მტევანი მოხვდა,ძვლებმა ერთმანეთი მოინახულეს,მის სხეულში კი ერთით ნაკლები მთელი ძვალი დარჩა.-ჯანდაბა,ძმაო,-სახე გაასწორა მან,მის გამომეტყველაბაში ბრაზთან ერთად შიში იკითხებოდა.მომწონდა,თუ როგორ რეაგირებდა ყველა ჩემს გარშემო,მორჩილება მომწონდა,მაგრამ ახლა,როდესაც კუთხეში პატარა ბავშვი ზის,თავი მუხლებში აქვს ჩარგული და გულამოსკვნამდე ტირის,სწორად ფუნქციონირება უბრალოდ არ შემიძლია.
-რის მიღწევას ცდილობ,ჯექსონ? -ვიკითხე ყოველი შემთხვევისთვის. უკვე ვიცოდი,რომ დღის ბოლომდე გავალამაზებდი,თანაც არც ისე სახარბიელოდ.ის ნამდვილად რთული ადამიანი იყო,თუმცა შეუძლებელი არაფერია.
-ჩვენ,ბიჭები,-ხელით მანიშნა ოთხი თანატოლისაკენ,-ვერთობით,ხომ გესმის?!-ირონია.მხოლოდ ამის გამო ღირს მისი ცემა,-შენ თვითონ რას აკეთებ?
-ახლავე გავალთ ოთახიდან,შემდეგ კი,ამ საქმეს მხოლოდ ჩვენ შორის გავარკვევთ,- ჯონგუკის მზერა ყველაფერს ამბობდა,ამის მეშვეობით ადვილად დაარწმუნა ბიჭები,რომ მას გაჰყოლოდნენ.
YOU ARE READING
Infinity in one second
Teen Fictionმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.