ადამიანი ცხოვრებაში ყველა ფაზას გადის-სიყვარულის,სიძულვილის, სევდის,ბედნიერების..ამის მიუხედავად კი ჯონგუკს ვერ გაეგო რას გრძნობდა ახლა.მისი ეჭვიანობა და რეაქცია,როდესაც ამაიას სხვასთან ერთად ხედავდა აფიქრებინებდა,რომ გოგონა მოსწონდა,შემდეგ კი,გულში და გონებაში იმხელა ბრაზი ეღვრებოდა,რომ გოგონას მიმართ სრულიად საპირისპირო ემოციებით იმსჭვალებოდა.
ჯონგუკის მშობლებს,მისტერ და მისის ჯონებს,ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ და ჯონგუკმა ეს ძალიან კარგად იცოდა.ხედავდა მათ შორის დაბუდებულ ჰარმონიას,მოსწონდა ის,თუ როგორ უსიტყვოდ უგებდა წყვილი ერთმანეთს. ჯონგუკს ასეთი სიყვარული უნდოდა,როდესაც მომავალზე ფიქრობდა. ამიტომ,როგორც კი ამაიაზე მსგავსად ფიქრს იწყებდა,ერჩივნა სწრაფადვე მოეშორებინა უხეირო აზრები მისი წარმოსახვიდან,რადგან თვლიდა,რომ მასსა და ამაის შორის მიმდინარე ურთიერთობა ვერასოდეს გახდებოდა ის,რაც მას სურდა.ჯონგუკი სკოლაში სამი დღის შემდეგ მივიდა და ისიც იმიტომ,რომ სკოლის ადმინისტრაციამ ბიჭის მშობლებთან გაცდენების თაობაზე ზარი განახორციელა.ჯონგუკი მშვიდად, გრაციოზული ნაბიჯით მიდიოდა კლასისაკენ,როდესაც მის ხვირწინ გოგონა გაჩნდა,ის აქამდე არასდროს შეუმჩნევია ბიჭს.ჯონგუკს ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი,რომ უცხო ადამიანი მის პირად სივრცეში იჭრებოდა,თანაც მაშინ,როდესაც გოგონა ლეკვის თვალებით შესცქეროდა მას.
-ეს საჩუქარი შენთვისაა, -აკანკალებული ხმით მიმართა გოგონამ მას და თავი დახარა უსუსურმა,ლოყებაწითლებულმა. გარშემო ბავშების წრე შემოეხვია წყვილს და ღიმილით უმზერდნენ მათ.
-დაინტერესებული არ ვარ,-რამდენჯერმე აათვალიერა მან გოგონა და მალევე გაეცალა ადგილს,რომელიც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებდა.
-რა უხეშობაა,ჯონგუკ,-დერეფანში ჯიმინი მონარნარებს,მომნუსხველი ღიმილით.
YOU ARE READING
Infinity in one second
Jugendliteraturმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.