სირთულეებით მოფენილი გზა

89 10 0
                                    


გეგმა უნდა შემემუშავებინა,უკვე ყველაფერი საზღვრებს სცდებოდა.დრო დადგა მიმეხედა იმ ტირანიისთვის,რომელიც სკოლაში ახალწვეულების მიზეზით შეიქმნა.ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას,თუ ვისი ხელი ერია კონკრეტულად განვითარებულ მოვლენებში, ისინი ყველანი დამნაშავეები იყვნენ,თუმცა საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემდი,რომ სამართლიანობისათვის ბრძოლა შურისძიებაში გადაზრდილიყო,ამიტომ მთელი ძალით ვცდილობდი გამემიჯნა გრძნობები რეალობისაგან.გრძნობები,რომლებიც მავიწყებდნენ,თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, მათ მხოლოდ ერთი სურდათ,მხოლოდ ერთისთვის იბრძოდნენ და ეს ყველაფრის ფასად ჯონ ჯონგუკის განადგურება იყო..
.
.
.
კრება სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოიწვიეს.შენობაში მოსწავლეები, მასწავლებლები,ჟურნალისტები და რაღა თქმა უნდა,საბჭოს წევრები იყვნენ,ანუ,ყველაზე გავლენიანი ადამიანები ქალაქში,რომელთა შვილები ზუსტად იმ სკოლაში სწავლობდნენ, რომელიც უზარმაზარ აურზაურში გაეხვა.

პრობლემამ ჟურნალისტებამდე სკოლის გაზეთის საშუალებით მიაღწია,ამაია ამაყობდა საკუთარი ქმედებითა და გაზეთში გამოქვეყნებული სტატიებით,რადგან დარწმუნებით შეეძლო ეთქვა,რომ ეს იყო მათი დასასრული,თუმცა ამაიას მოლოდინები გამართლდებოდა,თუ არა,ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო,რადგან საბჭოს წევრები დაუნდობელი ბრძოლისათვის სრულიად მზად იყვნენ,გოგონა კი ვერ გაუმკლავდებოდა ისეთ ძლიერ დაპირისპირებას,როგორსაც ისინი ამზადებდნენ.

სამი დღის წინ>>>

-მისმინე,სანა,შენი თვალით ხედავ,თუ რა ხდება სკოლაში,-ამაიას მზერა ირწმუნებოდა,რომ ის გოგონას დაეხმარებოდა,მაგრამ სანას იმდენად ეშინოდა,რომ არ იცოდა ღირდა,თუ არა ბრძოლა და მათთან დაპირისპირება,რომელთა ხელშიც აშკარა გამარჯვება იყო,-ამ ყოველივესთან მარტო ვერ ვიბრძოლებ,მე შენ მჭირდები,ჩვენ სიმართლე გვჭირდება და ეს მხოლოდ შენ და იმ ბავშვებმა იციან,რომლებიც მათ გამო დაშავდნენ.

Infinity in one secondWhere stories live. Discover now