დანაშაული

145 19 4
                                    

ხუთშაბათს კონკურსანტების სია გამოქვეყნდა,საკუთარი თავის იმედი იმდენად მქონდა,რომ ეს კონკურსი არაფრად მიმაჩნდა,თუცა მიხაროდა,რომ ჩემი ნიჭის გამოვლენა შემეძლო. ერთადერთი რამ,რაც მაშინებდა იყო ის,რომ მე არ ვიცოდი რა გამოცდილება ჰქონდა ჩემს კონკურენტებს,არ როგორი წერის სტილი ჰქონდა მათ.რაც არ უნდა ყოფილიყო დამარცხებას ღირსეულად შევხვდებოდი.

დრამატული ცხოვრება არასოდეს მქონია,იმას თუ არ ჩავთვლით,რომ მამამ მე და დედა სამი წლის წინ მიგვატოვა, მას შემდეგ,თითქოს მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას.რამდენიმე ჰობი მაქვს,მაგრამ დედას ერთ-ერთი მათგანი ძლიერ არ მოსწონს,რა გასაკვირია,რომელ დედას მოეწონებოდა თუ შენი შვილი სისწრაფეზე სიკვდილამდე დამოკიდებული მეათე კლასელი მოზარდია?!
ჩემი ბიძაშვილი ამ საკითხში ძალიან მგავს,ის საოცარი ადამიანია,რომელიც ძმის როლს მიწევს,მას ყოველთვის შეუძლია ჩემი გაგება და გამხნევება,თუ საქმე ცუდადაა.ის მხარს უჭერს ჩემს მისწრაფებებს და მეხმარება ხანდახან გამოვცადო სისწრაფისაგან მიღებული ნეტარება.
კიმ თეჰიონი ჩემი პირადი ხსნაა ამ სამყაროსაგან.
მამას წასვლის შემდეგ მე დედას გვარზე გადავედი,ამიტომ მე და თეჰიონს ერთი გვარი გვაქვს,როდესაც თეჰიონი მის მეგობრებს მაცნობს ყოველთვის ამბობს,რომ მე მისი და ვარ,ეს კი ძალიან მახარებს.

დღევანდელი დღე ძალზე მშვიდი აღმოჩნდა.მასწავლებელი დაგვპირდა,რომ საკონკურსო თემებს დღის ბოლოს მეილზე გამოგვიგზავნიდა. ოთხი გაკვეთილის შემდეგ მინგიუ და სუჯინი კაფეტერიაში გასვლას მთხოვენ,მარტო ყოფნა ნამდვილად არ მსურდა ასე,რომ მათ დავთანხმდი. სუჯინი გვიყვებოდა თუ როგორი ლეკვი ჰყავდა სახლში,მინგიუ ძალიან ერთობოდა,რადგან ყოველთვის სურდა შინაური ცხოველი ჰყოლოდა.

-დასხედით,მე კი რამეს მოგიტანთ, -მინგიუ კარგად აღზრდილი და  ჯელტმენია,მას ძალიან ვაფასებ.

Infinity in one secondWhere stories live. Discover now