მთელი დღე სანაზე ვფიქრობდი.ვეცადე სიტუაციის ყველა მხარე დამენახა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მიკეთებდა ის ამ ყველაფერს,ჩვენ ხომ ადრე ერთმანეთს არც კი ვიცნობდით?
სკოლაში მისასვლელად ოც წუთზე ნაკლები დამჭირდა,რადგან ფიქრებში გართული იმაზე სწრაფად დავდივარ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.შენობაში შესვლა და ყველას მზერა ჩემი მიმართულებით ერთი იყო. დარწმუნებული ვიყავი იმაში,რომ საკითხი მეტად გამძაფრდა, თანაკლასელების ეჭვითსავსე, დაზაფრული,განმკიცხავი მზერა მთელი დღის განმავლობაში თან მზდევდა,სადაც არ უნდა წავსულიყავი,სადაც არ უნდა დავმალულიყავი.
გაკვეთილების შემდეგ დირექტორთან ავედი,რომ გამერკვია რა მდგომარეობაში იყო გამოძიება. დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე,მის თვალებში კი თანაგრძნობა და შიში ამოვიკითხე და მივხვდი,საქმე სერიოზულ იერს იღებდა,იმდენად სერიოზულს,რომ სასოწარკვეთის უღელტეხილზე აღმოვჩნდი,საიდანაც უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა.
თითქმის ცარიელი სკოლა უხმაუროდ გავიარე,გონებაგაფანტული მივაბიჯებდი ქუჩებში,არ მინდოდა იმის წარმოდგენა,თუ რა მოხდებოდა ხვალ.წამით შევჩერდი და პარკში შესვლა გადავწყვიტე,სადაც ჩემი თანატოლები ყოველგვარი სადარდებლის გარეშე მშვიდად ისვენებენ.მინდოდა დამევიწყებინა ჩემს თავს დატრიალებული ამბები, მაგრამ,როდესაც პარკში შევედი მალევე ცა მოიქუფრა,თითქოს ჩემი იქ ყოფნით გავანაწყენე.ძლიერი ქარი ამოვარდა და წვიმის წვეთებმაც მიწისკენ იწყეს ნელი სვლა.სახლში წასვლა გადავწყვიტე, თუმცა არა ჩქარი ნაბიჯით,ნელა მივაბიჯებდი მაშინ,როდესაც ხალხი ჩემს გარშემო თავქუდმოგლეჯილი დარბოდა.
-ჰეი,უიღბლოვ,-მომესმა მოულოდნელად, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე,რადგან არ ჩავთვალე,რომ მსგავსი რეპლიკით ოდესმე მე მომმართავდნენ,-კიმ ამაია,შენ გელაპარაკები, უზრდელო, -გავშრი,უკან მიხედვა არ მინდოდა,მაგრამ ინტერესი მკლავდა ვინ ბედავდა და უზრდელს მიწოდებდა.ძალა მოვიკრიბე და სწრაფად შევტრიალდი.ჩემი სამი კლასელი იდგა და ამაზრზენი ღიმილით მაკვიდებოდა.რასაკვირველია,ახალი კლასელები იყვნენ,ისისც მიკვირდა,რომ ჩემი სახელი იცოდნენ.ერთ-ერთი მათგანი წინ გამოსულიყო,ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და ამრეზით მაშტერდებოდა.
YOU ARE READING
Infinity in one second
Teen Fictionმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.