ბნელი ქუჩა ლამპიონებს გაენათებინათ.. დაკარგულ გონებას ძლიერ სურდა გამოსავლის პოვნა,თუმცა მას რაღაც უკან ძლიერ ექაჩებოდა,ის თითქოს ეჩურჩულებოდა,რომ შექმნილი სიტუაციიდან თავის დაღწევის გზა არ ეძებნა და უბრალოდ დანებებულიყო,თუმცა გონება წინააღმდეგი იყო,მას სურდა ებრძოლა და საბოლოოდ გაემარჯვებინა...
.
.
.
-ის ჩემი შვილია!-ხმამაღალი ხმა მოესმა ამაიას საკუთარი სახლიდან,როდესაც კიბის ბოლო საფეხურიც აიარა,შეძრწუნდა და სწრაფად გადაკვეთა მანძილი,რომელიც სახლამდე დარჩენოდა.-შენ ის მიატოვე,ორივე მიგვატოვე,- დედის ნამტირალევი ხმა ადვილად გაარჩია ამაიამ შესასვლელიდან.ისინი მისაღებში კამათობდნენ,გოგონა მიხვდა,რომ მამა დაბრუნდა,ის აქ იყო და მათ ერთმანეთისაგან ერთი კედელი ჰყოფდათ.
-ეს არ ამართლებს შენს ქცევას,-მკვეთრი ხმა აწყვეტინებს მოთქმას ისულს,-შენ ეს ჩემგან შეუთანხმებლად გააკეთე,როგორ გავიგო ყოველივე ეს?-ახლა უკვე ნაბიჯების ხმაც მოისმა,როგორც ჩანს,ჰესუკი წინდაუკან დადიოდა.
-შენთან შეთანხმებას არც ვაპირებდი,ან ეს როგორ უნდა გამეკეთებინა?!-დაიყვირა ისულმა.
-ამაია ჩემი შვილიცაა,ის შენს გვარზე რა უფლებით გადაიყვანე?-ხმას აუწია ჰესუკმა,-ამაიას გვარი პაკია და არ ვაპირებ ეს საქმე ასე დავტოვო,ხვალვე წავალთ,შენი თანხმობა არაფერში მჭირდება,ისე მოვიქცევი,როგორც შენ მოიქეცი.
-და რა იქნება,თუ მეც ისევე მოვიქცევი,როგორც შენ მოიქეცი?-მშვიდად დასვა კითხვა ისულმა.
-რა?-რამდენიმე წამში ეკითხება ჰესუკი მეუღლეს.
-რას იზამ,თუ ამჯერად მე მიგატოვებ?-დაასრულა ისულმა სიტყვა და ამაიას,თითქოს ძალა გამოეცალა,გოგონა იატაკზე მუხლებით დაემხო.
-რას ამბობ,ისულ?-შეშფოთებული ტონი ჰქონდა ჰესუკს,-შენ მითხარი,რომ წავსულიყავი, მითხარი,რომ აქ საქმეს შენ მიხედავდი.რატომ გამოიყვანე ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ?-არ ცხრებოდა ჰესუკი და ამაიას გონებაც ნელ-ნელა იბინდებოდა.
YOU ARE READING
Infinity in one second
Ficção Adolescenteმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.