3

130 9 0
                                    

4 თვის შემდეგ:

მას შემდეგ, რაც იუნგიმ მის კაცს ლოლასთვის დევნა აუკრძალა, თავად გახდა მისი სტალკერი და ამ დევნა-დევნაში ვერც კი მიხვდა, როდის განგმირა კუბიდონმა სიყვარულით გაჟღენთილი ისრით მისი ცივი გული. ეღიმებოდა როცა მას ხედავდა, მის სისულელეებზე ხალისობდა, მისი სილამაზით დამთვრალი კი მთელი დღე ღრუბლებში დაფრინავდა. მისი კაცები უფროსს ვეღარ სცნობდნენ მაგრამ რათქმაუნდა არაფერს არ იმჩნევდნენ.

ბევრი რამ შეიტყო სატრფოზე.

  საყვარელი ფერი- ვარდისფერი. როცა გოგოს დასვენების დღე ჰქონდა, აუცილებლად იცვამდა ვარდისფერ ფარფატა კაბას, რომლის მშვენიერებაც იუნგის გულს უჩქარებდა. კარგად ჩანდა გოგოს ფითქინა კანი, გამოყვანილი ლავიწები და სავსე მკერდი.

საყვარელი ყვავილი- კესანე. ეს მაშინ გაიგო, 23 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე, მამამისმა პაწია ვერცხლის ყელსაბამი რომ აჩუქა, ასეთივე პაწია კესანით მორთული.

საყვარელი საჭმელი - პიცა. იუნგი ხშირად ხედავდა, მიმტანს პიცის რამდენიმე ყუთით ხელში, რომელსაც ბედნიერი ლოლა დიდის ამბით ეგებებოდა კარში.

კიდევ უამრავი რამის გაგება მოახერხა იუნგიმ ამ დროში. დიდი მოთმინებით უმზერდა მინი შორიდან ლოლას მაგრამ მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?!

იუნგი მთელი დღე ღელავდა, არ უნდოდა გოგო შეეშინებინა, მაგრამ სიყვარულისგან აღვსილი მის გარეშე მეტს ვერ გაძლებდა. შავი კეპით, შავი პირბადით, ასეთივე შავი ჟაკეტითა და შარვლით შემოსილი იუნგი 9 საათზე იმ ჩიხში შევიდა, სადაც საკმაოდ ბნელოდა და ამავ დროულად, ლოლასაც ზუსტად ამ ადგილისთვის უნდა აეარა გვერდი.  2 საათი მოთმინებით ელოდა მინი როგორც თავად ეძახდა "მისი გოგოს" გამოჩენას მაგრამ ამაოდ. ერთ ხანს ისიც იფიქრა, რამე ხომ არ დაემართაო და ანერვიულებულმა გამოსვლა გადაწყვიტა, რა დროსაც იმ ერთადერთის ღიღინი მოესმა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now