კლუბში, რომელშიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკის სუნი ტრიალებს, ხალხს შორის უხეშად მიიწევს ახალგაზრდა შარვალ-კოსტუმში, ოფიციალურად გამოწყობილი 20-25 წლის გოგონა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
- სად ხარ, ნიტა? ოჰ, აქ ყოფილა. ნიტა!
ბარის სკამთან მჯდომმა გოგონამ, სახელად ნიტამ სწრაფადვე შეატრიალა ხმის პატრონისკენ თავი და როცა თავისი საუკეთესო მეგობარი დაინახა, უცხო, კარგად შეზარხოშებულ ბიჭს თავი მიანება, ხელები გაშალა და მთელი ძალით მოეხვია მას.
- ლოლა! დედიკო როგორ მომენატრე!- სიცილით გადაკოცნა კოსტუმიანი - ახლავე ჩანთას ავიღებ და წავიდეთ, ის ტიპი მაინც არ მომწონდა- დანანებით შეხედა აწ უკვე მთვრალ, საკმაოდ ჩაფსკვნილ ბიჭს და მის გვერდით დადებული ჩანთისკენ გასწია. ლოლამ თავი ღიმილით დაუქნია და უხერხულად იქვე ლოდინი დაუწყო. ახალგაზრდა გამომძიებელს დიდად არ ხიბლავდა ასეთი სიტუაციები, სახლში, ან თუნდაც სადმე განმარტოებით ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. აქეთ-იქით ყურებაში ნაცნობი ხმა, უფროსწორად წიკვინი მოესმა.- გამიშვი, ნაბიჭვარო! მომშორდი!
- გგონია მართლა მომეწონე?! სანამ არ დამაკმაყოფილებ ვერსად ვერ წახვალ ძუკნა! - ბიჭი ნიტას მაჯაზე ხელს ძლიერად უჭერდა და თან აიძულებდა ხელი მისი სასქესო ორგანოზე მიედო.
- ძუკნა მამიდაშენია, სირო!- ბიჭი უკან შეტრიალდა რა დროსაც სახეში ძლიერი მუშტი მოხვდა, ნიტას ხელი უშვა, ერთხელ წაბარბაცდა მაგრამ თავი შეიმაგრა, გოგონა კი თავისი საუკეთესო მეგობრის ზურგს უკან დადგა.
-შენ ვინღა ხარ? მაგრამ რაც მეტი, მით უკეთესი!- ცალყბად ჩაიცინა ბიჭმა და კოსტუმიანს მიუახლოვდა.
- ჯერ შენ მინეტს გამიკეთებ, შენი დაიკო კი ფეხებს გადამიშლის, მაწყობს!
-ეს აღარ უნდა გეთქვა.- გაბრაზებულმა ლოლამ ფეხი ჯერ მუცელში, შემდეგ ფეხებს შორის, ბოლოს კი ტკივილისგან მოკაკულს ჩხვირში ჩაარტყა.თავი ააწევინა, მუშტი კი თვალში მოუღერა.
- მაგ ასოს პირში გაგთხრი, ნეხვის გროვა!- კლუბში ყველა შეჩერდა, ხალხი მტირალ ნიტას, გამხეცებულ ლოლას და ძირს დაგდებულ მუტრუკს შესცქეროდა. არავის არ მოსვლია მისი შეჩერების აზრი, უმეტესობა საღ გონებაზე არც იყო.მათ შორის ამ სანახაობას მოპირდაპირე მაგიდაზე მჯდომი, ბიზნესმენი, მინ იუნგი ღიმილნარევი გაკვირვებით შესცქეროდა. მისი ერთ-ერთი ბიჭის მასზე 2 -ჯერ პატარა გოგოს მიერ ცემა პირველად ენახა. როცა ლოლამ გული იჯერა, მაშინღა იგრძნო მეგობრის ხელები მხარზე, რომელიც გაჩერებას სთხოვდა.
-წყნარად ვარ, ვსო!
-წავიდეეეთ.-ორ წამს, გავჩხრეკ, ამის ნაირს მარტო ცემა არ უშველის.
ლოლამ თითქმის უგონოდ მყოფ ბიჭს მაისური აუწია, გადმოატრიალა და წელში გაჩრილი იარაღი ამოუღო.
-ეს ერთი.
შემდეგ ჯიბეები გაუჩხრიკა, და ძალზე პატარა პარკში ჩაყრილი ფხვნილი უპოვა.
-ეს ორი. დანარჩენს განყოფილებაში, პატარავ.- ღიმილით წამოდგა ლოლა, ჯიბიდან თავისი საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო უკნიდან ხელბორკილები გამოაძვრინა და თმა გაისწორა.-მოკლედ- ქოშინებდა ამიტომაც ღრმად ჩაისუნთქა- გამომძიებელი ჰან ლოლა. თქვენ ბრალი გედებათ, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ნარკოტიკისა და იარაღის უკანონოდ შენახვაში, თქვენ დაკავებული ბრძანდებით. გაქვთ დუმილის უფლება, ნებისმიერი რამ რასაც იტყვით სასამართლოზე თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
იქვე მჯდარ იუნგის სრულიადაც არ სიამოვნებდა მისი ერთ-ერთი კარგად გაწვრთნილი ბიჭის დაკავება, მაგრამ დამცინავი ღიმილის მოშორება მაინც არ შეეძლო.
- ბოს, იმ გოგოს ჯიჰუნი მიჰყავს, რა ვქნათ?- ფერადკანიანი მელოტი დაცვა უფროსთან მივიდა და მოწიწებით ჰკითხა, თან მზის სათვალეს ისწორებდა.
- ინფორმაცია მომიძიეთ მასზე.
- და ჯიჰუნი?
- ჯიჰუნის დედაც! გააკეთეთ რაც გითხარით!მალე კლუბში ორი ახალგაზრდა პოლიციელი შემოვიდა.
- დროზე მუსიკას დაუწიეთ და წესიერი განათება ჩართეთ! - ბრძანა ლოლამ. პოლიციელების დანახვაზე ზოგმა ნარკოტიკი კარგად გადამალა, ზოგიც კლუბიდან გაიპარა. ნაცემი ზორბა კაცი ძლივს წამოაყენეს. პოლიციელებს კი უკან კოსტუმიანი მოჰყვებოდა, რომელსაც მეგობრისთვის ხელი ძლიერად გადაეხვია და აწყნარებდა.
YOU ARE READING
Mysterious stranger § იდუმალი უცნობი
أدب الهواةკანონები ჩემი წარმოდგენითაა შექმნილი, ფიკს სჭირდება, დედი, ასე. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ იურიდიული კუთხით, chill sisters 💪🏻 დასრულებული 🌟