7

129 14 6
                                    

- ლოლა!
- ოჰ, ჯუნჯე, დილამშვიდობისა!
ლო პროკურატურის დერეფანში მიდიოდა, როცა თავისმა ასისტენტმა შენიშნა.
- დილამშვიდობისა, საყვარელო. იცი რა ხდება? ახალი თანამშრომელი გვყავს, ექსპერტ-კრიმინალისტი, მინ სანა. ახალგაზრდა გოგოა, ლამაზი და სხვათაშორის დიდ პატივს გცემს.
- ოჰოო, რითი დავიმსახურე?
- მოიცა, მოიცა, აი, ისიც. სანა!- მოკლე შავთმიანმა გოგონამ წამში გაიხედა ხმის პატრონისკენ. ჯუნჯე და ლოლა ღიმილით მიუახლოვდნენ პუტკუნა გოგოს, რომელსაც ასეთივე ტუჩები ჰქონდა.
- საყვარელო, გაიცანი, ეს  ჩვენი მთავარი გამომძიებელ-პროკურორი, ჰან დოლორესია.- ლოლას სახელის ხსენებაზე მოკლე თმიანს თვალები გაუფართოვდა და სახეზე ღიმილი აიკრა. წამით ლოლას მოეჩვენა, რომ გოგო ისე იღიმოდა, თითქოს მხეცი ყოფილიყო, რომელსაც თავისი ნადავლი კუთხეში მოემწყვიდა, მაგრამ აზრის ბოლომდე დამთავრება ვერ მოასწრო, უცბად წყვილი ხელი რომ იგრძნო თავის წელზე.
- ქალბატონო დოლორეს! როგორ მიხარია თქვენი გაცნობა!- სანა მის წინ მდგომს მთელი ძალით ეხუტებოდა, შემდეგ კი ოდნავ უკან გაიწია.
- ხოო... მ...ადლობა?- ამ საქციელით გაკვირვებულმა გამომძიებელმა სანას უკან მდგომ ასისტენტს ჩუმად ანიშნა, რომ როგორმე გაეცილებინა მისი თავი ამ სიტუაციიდან, სანამ მოკლე თმიანი  ყურებამდე ბედნიერად უღიმოდა.
- საყვარელო, იცი, ქალბატონ დოლორესთან სხვა დროსაც მოასწრებ შენი გრძნობების გამოხატვას, ახლა კი მას ბევრი საქმე აქვს...
- დიახ, რათქმაუნდა! ნახვამდის ქალბატონო დოლორეს!- სანამ ჯერ კიდევ მასთან მდგომ ლოლიტას  ხელები დაუქნია.
- ნახვამდის, ქალბატონო სანა.- ლოლა უკან შეტრიალდა და ამოისუნთქა. ასეთ მოულოდნელ ,,თავდასხმას" არ იყო მიჩვეული, თუ უცნობის მიერ მოულოდნელ 20 წუთიან გატაცებას და უნებლიეთ კოცნას არ ჩავთვლით. თავის კაბინეტში შევიდა. თავით საბუთებში ჩაეფლო.
- დადააამ! მოვედი! ხომ არ შეგაშინა ახალმა? იცი რა სახე გქონდა?! - ჯუნჯემ ლოლას კაბინეტის კარი შეაღო და გადაიკისკისა.
- ჰაჰაჰა- ლოლამ სარკასტულად ჩაიცინა მაგრამ ასისტენტი მაინც ვერ წყვეტდა მეგობრის სახის დაცინვას.
- ვინ არის? საიდან მოვიდა? მართლა ასე კარგია თავის ხელობაში თუ უბრალოდ მდიდარი მამიკო ჰყავს?
- ვიცოდი, რომ დაინტერესდებოდი. ჯუნჯე ჰანს წინ დაუჯდა, ფეხები გადაიჯვარედინა და კალმის წვერი ტუჩებთან მიიდო, მეორე ხელით კი პლანშეტი გახსნა.
- ოუ, შით! ჯუნჯე ბიჭი რომ ვიყო ამიდგებოდა!
- mommy?- გოგონები წამში ახარხარდნენ. მათთვის ერთმანეთთან ფლირტი ჩვეულებრივი რამ იყო.
- კარგი, გვეყოს. მოკლედ მინ სანა. 28 წლის - ამაზე ლოლამ წარბები ასწია. ასისტენტმა მაშინვე დაიჭირა ჰანის რეაქცია- ვიცი, მეც უფრო პატარა მეგონა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now