8

107 13 3
                                    

- ლოლა, სახლში არ მიდიხარ?
- ჯუნჯე, ჯერ რამეს უნდა მივაგნო.
-  ლოლა, შეწყვიტე! უკვე 3 დღეა განყოფილებიდან არ გასულხარ! არც გიჭამია, არც გიძინია! საერთ...
- ჯუჯნე, მორჩი! არ წავალ სანამ რამეს არ მივაგნებ, უკვე ვთქვი, შენ წადი.
- კაფეტერიიდან რამეს ამოგიტან მაინც...
- წადი. - ასისტენტმა შეწუხებული სახით დატოვა კაბინეტში მჯდომი, თმა აწეწილი, თვალებ ჩაშავებული და უჭმელი ლოლა, რომელსაც სახეზე ფერიც კი დაჰკარგვოდა. 1 კვირის წინ ახალი საქმე მისცეს და იმ დღის შემდეგ მოსვენება ვერაფერში ვერ ჰპოვა, ბოლო სამი დღე კი საერთოდ მთლიანად ჩაეფლო საქმეში.
- ვინ არის მკვლელი?
-რა მოხდა?
-სად მოკლეს?
-ვინ არის მსხვერპლი?
-მსხვერპლი?
-მასზე რატომ არ ფიქრობ, დოლორეს?
-მსხვერპლი, ჰოო...
- ჯანდაბა! მსხვერპლის გვამი ვერ ვნახეთ! ანუ რა გამოდის? ის ან შთანთქეს, ან უბრალოდ...
- ან უბრალოდ ქალაქგარეთ, მიტოვებულ შენობაში ან...
- კი, ლოლა! ან სარდაფში ცხოვრობს!
- ამისიც! აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე!
ლოლა თავის თავთან ლაპარაკობდა, რომ გენახათ, უთუოდ გიჟი გეგონებოდათ.
- ყველა ჩემს მიერ გამოყოფილ დანაყოფს გიბრძანებთ! გადაქექეთ ყველა მიტოვებული სახლი, სარდაფი, მიწისქვეშა ოთახები, ქალაქგარეთ მდგარი მიტოვებული სახლები! სასწრაფოდ! რაიმეს თუ იპოვით მაშინვე შემატყობინეთ!- ლოლამ რაციას ხელი უშვა. ახლა შეეძლო დაესვენა, სულ ცოტახნით მაინც.
- წავედი სახლში...- გაფითრებულმა  თავის ნივთებს დაავლო ხელი, ერთი კარგად გაიზმორა მაგრამ ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და უცებ კვლავ მაგიდას დაეყრდნო- მართლა უნდა მეჭამა რამე, არაუშავს... - გარეთ გასულს თავისი მანქანა არ დახვდა, სახლში ეყენა. საათს დააკვირდა შემდეგ კი ტაბლას. ავტობუსი 20 წუთში მოდიოდა. - ჯანდაბას, წავალ ფეხით...- დანებებული თავისი სახლის გზას გაუყვა. გზაში სისუსტეს გრძნობდა, თითქოს რაღაც უჩინარი ართმევდა მთელს ენერგიას. უკვე ვეღარ დადიოდა თავისით, ხელით კედელს ეყრდნობოდა. როცა ,,იმ" ჩიხს მიუახლოვდა, იქვე მდგარი იუნგი ვერ შეამჩნია, და თავად იუნგიც მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ გოგონა სუსტად იყო, როცა მისთვის ხელების გასაკავებლად, კედელზე მისამწყვდევად და გემრიელად ჩასაკოცნად მისულს ლო ხელებში ჩაუვარდა.
- ლოლა?- გოგონა ხმას არ იღებდა. იუნგიმ ვერც მისი ფართხალი ვერ იგრძნო ამიტომაც ქუჩის თეთრ განათებაზე გაიყვანა. ისედაც თეთრ გოგოს სახე სულ გაფითრებოდა, ტუჩებზეც კი არ ედო ფერი.
- პატარავ! გამოფხიზლდი, ჯანდაბა დოლორეს რა გჭირს?! - იუნგი პანიკამ მოიცვა. საყვარელი ქალის ასე ნახვამ ლამის ჭკუიდან შეშალა.
ლოლა ხელში აიტაცა და კუთხეში მდგარ შავ მანქანაში, მგზავრის ადგილას ჩასვა, ღვედი გაუკეთა და საავადმყოფოსკენ წავიდა. გზადაგზა სარკიდან  გახედავდა ხოლმე.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now