იმ ღამეს არც ერთს არ უძინია. ლოლა საწოლში იწვა, თან გვერდით ჩაძინებულ ჰოლის ფუმფულა ბეწვზე ხელს უსვამდა და გაღიმებული იუნგიზე ფიქრობდა. თავად იუნგი კი საწოლში ზურგზე იწვა, ხელები თავქვეშ ქონდა ამოდებული და მომღიმარი ლოლას სურათს უყურებდა ტელეფონში. უნდოდა მიეწერა, მაგრამ რომ სძინებოდა? დრო და დრო ის მომენტი შეახსენებდა თავს, რომ ეგონა, ლოლა მას შრამის გამო დაიწუნებდა და ბალიშს თავს ურტყამდა. ცოტა დაჯერება უჭირდა, რომ ის და მისი გოგო უკვე შეყვარებულები იყვნენ.
*დილით*
ლოლას ცოტა ეძინა, მაგრამ ის სავსებით ეყო. დილით გაღვიძებულს ტელეფონში მესიჯი დახვდა.
(იდუმალი უცნობის ნაცვლად იუნგი იქნება, ბოლო ბოლო შეყვარებული ხალხია🤭)
იუნგი♡
დილამშვიდობისა, კნუტო.ლოლამ ამ მესიჯზე ბალიში აიფარა, დაიყვირა და საწოლზე ხტუნვა დაიწყო. დაფეთებული ძაღლი ეგრევე წამოხტა და ქვემოდან დაუწყო გაგიჟებულ პატრონს ყეფა. ლოლა საწოლზე დაჯდა და ნაჩქარევად მისწერა იუნგის.
ლოლა
დილამშვიდობის.იუნგი♡
პატარავ, შენი შეყვარებული ვარ, ისევ ასე ცივად რატომ მპასუხობ?ლოლა
რა? მე უბრალოდ ყველას ასე ვწერ...იუნგი♡
მწყინს:((ლოლა
დღეს თუ მნახავ მაშინ იქნებ გამოვისყიდო დანაშაული, დიდო იუნგი?იუნგი♡
რათქმაუნდა, ანგელოზო. დღეს ჩვენი პირველი პაემანი იქნება, ალბათ უკვე გეგმა იცი, ხომ?ლოლას მოულოდნელად გაახსენდა იუნგის მონაწერი, როცა ჯონგინთან პაემანზე იყო და თვალები გაუნათდა.
ლოლა
კარგი. მოგვიანებით მოგწერ.იუნგი♡
მიყვარხარ❤️💋
YOU ARE READING
Mysterious stranger § იდუმალი უცნობი
Fanfictionკანონები ჩემი წარმოდგენითაა შექმნილი, ფიკს სჭირდება, დედი, ასე. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ იურიდიული კუთხით, chill sisters 💪🏻 დასრულებული 🌟