10

121 12 3
                                    

-ბოს, მოვიდნენ. -სონ ჰიუკმა ჩუმად ჩაილაპარაკა, როცა რესტორნისაკენ მომავალი წყვილი დაინახა.
- *კარგი. ბიჭებო მზად იყავით. ერთი ზედმეტი მოძრაობა და მაშინვე გვერდით გაგყავთ, ოღონდ დოლორესს გული არ გაუხეთქოთ.* -თქვა იუნგიმ და დაჰაკულ ვიდეოკამერებში ყურება დაიწო.

ლოლა და ჯონგინი რესტორანში შევიდნენ და იქვე დაჯავშნულ მაგიდაზე დასხდნენ. სწორედ მათ წინ ისხდნენ ნამჯუნი და ჯონქუქი, რომლებსაც ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაჭიდებული და თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. მათ დანახვაზე ლოლას გაეღიმა. ცხადია, უბრალო გეი წყვილი ეგონა და არა მისი სტალკერის ხალხი.

- საღამო მშვიდობის! რას მიირთმევს მშვენიერი ქალბატონი და ეს...?-მაგიდასთან ენერგიული და მომღიმარი, ოფიციანტის ფორმაში გამოწყობილი ჰოსოკი მივიდა. მის დადებით მუხტზე ლოლასაც გაეღიმა.
- გამარჯობა. - თბილად უთხრა მან -მთავარი კერძი  – თეთრი ლობიოს მუსითა და დამარინადებული ხახვით თუ შეიძლება.
- რა თქმა უნდა შეიძლება. -თბილად მიუგო ჰოსოკმა.
- მე კი მივირთმევ...-საუბარი დაიწყო ჯონგინმა, როცა ჰოსოკმა ალმაცერად გახედა და მიუგდო, რომ ჯერ ქალბატონთან არ დაუმთავრებია საუბარი.

-საუბარი დაიწყო ჯონგინმა, როცა ჰოსოკმა ალმაცერად გახედა და მიუგდო, რომ ჯერ ქალბატონთან არ დაუმთავრებია საუბარი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


შემდეგ კი კვლავ ლოლას მიუბრუნდა. ყურში ჩამაგრებული აპარატიდან იუნგის ჩაცინება გაიგონა.
- რას დალევთ მშვენიერო ქალბატონო?
-*ჯანდაბა, ჰოსოკ, ჩემს გოგოს ნუ ეფლირტავები, თორემ რომ მოხვალ დაგკიდებ ღირსებით.*
ჰოსოკს ყურადღება აღარ მიუქცევია იუნგის სიტყვებისთვის, რადგან ოდნავ აწითლებული ლოლა მას სასმლის შეკვეთას ძლევდა. საბოლოოდ კი მიუბრუნდა ჯონგინსაც, უცბად ჩაიწერა მისი შეკვეთა, ალმაცერად ჩაათვალიერა, შემდეგ ლოლას თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსაკენ გასწია, თან კი გზაში იუნგის ჩუმად ელაპარაკებოდა.
-ნება მომეცი, იმ ვირთხას კისერი მოვუგრიხოო.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now