13

117 16 6
                                    


⚠️წაიკითხეთ ბოლოში ავტორის სიტყვები⚠️(როცა ამ თავს ჩაიკითხავთ მერე, რათქმაუნდა)

შემდეგ დღეს ლოლა სამსახურიდან დაღლილი წამოვიდა. თან ფეხით. საქმე იმაში იყო, რომ მკვლელის დაკითხვა მოუწია, რომელმაც ძალიან გააწვალა. როგორც ივარაუდა, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო. ამასთანავე კიდევ 1 საქმეც გახსნა. ლოლას საქმეების უმრავლესობა გახსნილი იყო, ამით გამოირჩეოდა ის თავისივე ასაკის გამომძიებლებისაგან. ლოლა ზანტად მიუყვებოდა ქუჩებს. გარეთ ყინავდა. უკვე იანვარი დამდგარიყო, თოვლი კი ჯერაც არ მოსულა. გზაში რაღაც წვენი იყიდა და ისე მოისროლა ქიმიური ნივთიერება ნაგავში, რომ ბოლომდე არც დაულევია. ოდნავ კი გამოაფხიზლა. ნახევრად მძინარემ ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა იმ ბნელ ჩიხს, მანამ, სანამ ვიღაცის ხელებმა მის წელზე, არ გამოაფხიზლა და კედელზე არ ააკრა. კვლავ სიბნელე ფარავდა უცნობის სახეს.
- საღამომშვიდობის, პატარავ. - იუნგიმ ლოლას ლოყაზე აკოცა. ლოლას მაცდურად გაეღიმა.
- საღამომშვიდობის, უცნობო... ან იქნებ უმჯობესია, თუ... - ლოლამ ხელი პირდაპირ ბიჭის ღაწვზე აასრიალა და თითის ბალიშებით შრამს შეეხო - მინ იუნგის დაგიძახებ? - ლოლამ ხმა გაამკაცრა. იუნგის ტანში გასცრა გოგოს ხმის ტემბრზე, ხელები ლოლიტას წელიდან ჩამოუშვა.  მისდამი დამოკიდებულება გოგოს ხმაშივე აშკარა იყო. ყველა ის იმედი და ოცნება რომელსაც აგებდა, წყალში ჩაიყარა. როგორც ჩანს, იუნგის მიმართ წარმართული მონოლოგი მერის სახლში ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ ამ ყველაფერს ფიქრობდა სახეწაშლილი, მიტკალივით გაფითრებული იუნგი, როცა ლოლას ნაზი სიცილი გაიგო. სანამ გონზე მოეგებოდა, გოგოს ხელები კისერზე იგრძნო. ლოლამ იუნგი მისი სახისკენ მიიქაჩა და თითქმის პირველად, თუ არ გავითვალისწინებთ ერთგვარი გარიგების სანაცვლოდ არასასურველ კოცნას, ლოლამ ბიჭს თავისი ნებით აკოცა. იუნგი ცოტახანი თვალებ გახელილი იდგა და მის სახეზე ნათლად ჩანდა შოკი. ეგონა, გოგო მას დაგმობდა მისი შრამის გამო, ბოლოს კი თვალთვალსა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულებდა და ციხეში ამოალპობდა, მაგრამ ლოლამ ამის საპირისპირო გააკეთა. ის ახლა მთელი მონდომებით კოცნიდა იუნგის, ხელებს მის თმებში ასრიალებდა და კვნესაც კი აღმოხდა, როცა იუნგიც აჰყვა კოცნაში. ერთმანეთში ენებს ხლართავდნენ, ოხრავდნენ, შიგადაში ხმადაბლა კვნესოდნენ. ლოლა თავის ხელს ხან იუნგის თმაში ხლართავდა, ხან მის ლოყაზე ასვენებდა, ხან კი კისერზე ასრიალებდა. იუნგიმ ლოლას ფეხები წელზე შემოიხვია და თეძოებში კარგად ჩაეჭიდა. კოცნა უჰაერობის გამო გაწყვიტეს.
- ჯანდაბა, მინ იუნგ, დიდი სიამოვნებით მოგკლავდი, რომ... რომ არ მიყვარდე! - იუნგის თავიდან ლოლას სიტყვებზე ჩაეცინა, მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ ნათქვამმა სიტყვამ დაადუმა. ხელებში ატატებული ლოლა ლამპიონის შუქზე გაიყვანა. ლოლიტა მას ზემოდან ღიმილიანი სახით უყურებდა. ხელი ნელა წაავლო იუნგის კეპს და გვერდით მოისროლა, შემდეგ ნელა მიზიდა მისი სახე იუნგის სახესთან და ნელ-ნელა დაუკოცნა. იუნგი იღიმოდა, პატარა ბავშვივით იღიმოდა.
- გ-გიყვარვარ? - თითქმის კანკალით თქვა მინმა.
- მჰჰ, დაფიქრება მჭირდება - ლოლამ თითი ტუჩთან მიიტანა ჩაფიქრების ნიშნად და ბიჭის გაწვალება დაიწყო. იუნგის გაეცინა და ლოლა ჰაერშივე დაატრიალა.
- მითხარი! - წინ გამობურცა ტუჩები იუნგიმ.
- კი, მიყვარხარ, ჩემო იდუმალო უცნობო.
- მეც მიყვარ...- იუნგის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ლოლა რომ კვლავ ეცა ტუჩებში. მალე ციდან თეთრი თოვლის ფანტელები გადმოიყარა, პირველი თოვლი სწორედ მათი შეყვარებულობის პირველ დღეს მოვიდა...





Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now