19

84 11 0
                                    

ლოლამ მამასაც უთხრა იუნგის შესახებ. ცხადია, ისიც არანაკლებ გაოცებული დარჩა მაგრამ უხაროდა, რომ 2 წლის შემდეგ ლოლიტამ კვლავ შეძლო ვიღაცის შეყვარება. ამიტომაც, მან პირადად დაპატიჟა იუნგი თავის ოჯახში. იუნგის ტელეფონზე ლოლას ნომერი გამოჩნდა.

- გისმენ, საყვარელო.
- ალო - კაცის ხმის გაგონებაზე იუნგი დაიძაბა. რა იცოდა, რომ ლოლას მამა ელაპარაკებოდა.
- გისმენთ, ვინ ბრძანდებით? დოლორესი სადაა?
- გამარჯობა, ბატონო იუნგი. მე ლოლიტას მამა, ჰან მინჰო გახლავართ. ჩემი შვილი აქაა. - კაცს ტკბილი, კეთილი ხმა ჰქონდა. გვერდით მჯდარი ლოლა ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.
- გ-გამარჯობა, ბატონო ჰან... - იუნგის ხმაში დაბნეულობა შეეტყო.
- ბატონო იუნგი, მე გავიგე ჩემს შვილსა და თქვენს შორის არსებულ ურთიერთობის შესახებ და მინდა ამ საღამოს დაგპატიჟოთ ჩვენთან ვახშამზე. მინდა ჩემი შვილის გულის სწორს ვიცნობდე.
- დიდი მადლობა, ბატონო ჰან. აუცილებლად გეწვევით.
- მისამართს ჩაგაწერინებთ ქუჩა...
- არ არის საჭირო, ვიცი. გმადლობთ.
- აჰ, კარგი. მაშინ საღამომდე.
- საღამომდე, ბატონო ჰან.

ზარი შეწყდა. ლოლას მამა გაკვირვებული იყურებოდა.
- მოიცა... ამან ჩვენი მისამართი საიდან იცის?

ოფისში, სავარძელში მჯდარი იუნგი წამოხტა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. მერე ჰოსოკთან გავარდა, თავის კაბინეტში შეათრია და შეაჯანჯღარა.
- რა ხდება, ძმაო, დონატი ხელიდან რომ გამომაცალე და აქ შემომიყვანე.
- ჩემი გოგოს მამამ დარეკა. - ჰოსოკს თვალები გაუფართოვდა.
- მოიცა, სერიოზულად?
- კი!
- მერე?
- ამ საღამოს მოდი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთიო!
- აეეეე გილოცავ!
- გმადლობ, ძმაო, გამდლობ! ჯანდაბა... მოსამაზადებელი ვარ! საჩუქრები... სასწრაფოდ რამე უნდა ვიყიდოთ!

ლოლას სახლში  ფუსფუსი იყო. ლოლას დედა სხვადასხვა საჭმელს აკეთებდა. ლოლა კი მამის გარშემო ბედნიერებისგან დახტუნავდა.
- შვილო, იქნებ მომეხმარო და მერე იხტუნავო?
- ახლავე მოვხტუნდები შენთან, მაგრამ მე რომ არაფრის გაკეთება არ გამომდის?
- შენს შეყვარებულს გამოსდის?
- ოჰ, მას კი!
- ხოდა მაგას ვიშვილებ, შენ გაგაშვილებ. ცოტას მაინც მომეხმარება! - ლოლას დედამ ჩაიცინა და მწვანილის დაჭრა გააგრძელა.
- იცოდე მაგას ვეტყვი!

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now