20

89 11 8
                                    

იმ მშვენიერი საღამოს შემდეგ იუნგი ხშირად სტუმრობდა ლოლას ოჯახს. ერთხელ, ლოლიტამ იუნგი კვლავ დაპატიჟა, მაგრამ ამჯერად დასარჩენად, ღამის იქ გასატარებლად. როგორც ყოველთვის ფორმალურად გამოწყობილ იუნგის ლოლა კარებშივე შეეგება და აკოცა.
- იუნგიიიი
- პატარაააავ
- შემოდი.
იუნგი სახლში შევიდა. ლოლამ ხელი ჩასჭიდა და თავის ოთახში აათრია. გაკვირვებული იუნგი ხელის დაქნევით მიესალმა ლოლას მშობლებს. ოთახში ავიდნენ. ლოლამ საყვარელი სახე მიიღო და ლეკვის თვალებით ახედა იუნგის.
- იუნგი, ჩემთვის ყველაფერს გააკეთებ?
- რა თქმა უნდა, ანგელოზო. მითხარი რა გინდა. გინდა რამე გიყიდო? სადმე წავიდეთ?
- არა... რაღაც მინდა უბრალოდ რომ გააკეთო... ჩაიცვა...
- ჩავიცვა?
- კი.
- კარგი, მანახე.
ლოლამ გაიღიმა, იუნგის ლოყაზე აკოცა შემდეგ კი კარადაში შეძვრა და იქიდან პარკით ხელში გამოძვრა.
- რაღაც გიყიდე... - ლოლამ პარკი გახსნა, იქიდან კი ყვითელი კომბინიზონი და ფაჩუჩები ამოიღო. იუნგიმ თავიდან სიცილი დაიწყო, მაგრამ ლოლას სერიოზული სახე რომ დაინახა, თვითონაც დასერიოზულდა.
- მოიცა, სერიოზულად მთხოვ რაღაც სათამაშოს ფორმა ჩავიცვა მე, 30 წლის ზრდასრულმა მამაკაცმა, ბიზნესმენმა, ᲛᲘᲜ ᲘᲣᲜᲒᲘᲛ?
- ხო რაიყო?
- არა.
- აუ კარგი რაა, ხომ თქვი ჩავიცვამო?!
- პატარავ, ამის ჩაცმას არ ვაპირებ.
- კი მაგრამ ხომ თქვიი! ის შენთვის ვიყიდე!
- დოლორეს არა თქო და მორჩა! არ განიხილება!
ლოლას თვალები ჩაუწითლდა და სახეზეც აწითლდა. ტუჩი ოდნავ წინ გამოებურცა.
- კარგი... - ჩუმად ამოილაპარაკა და ტანსაცმელი პარკში დააბრუნა. იუნგი მიხვდა, რომ ლოლა ტირილს აპირებდა, მაშინვე მივარდა და ჩაეხუტა.
- მაპატიე, საყვარელო. ხმამაღლა არ უნდა მომსვლოდა.
- არაუშავს - ჩუმად ამოიკნავლა ლოლამ და იუნგის ხელი მოიშორა.
- მე შევალ, გამოვიცვლი და გამოვალ. - ასევე ჩუმად თქვა.
- აქ გამოიცვალე.
- არ მინდა.
ლოლა აბაზანაში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და ჩუმად ჩაიცინა. მსახიობობა აშკარად გამოსდიოდა და ამას მაშინ მიხვდა, როცა კარს იქით პარკის ჭრაჭუნის ხმა გაიგო. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვიდა და ოთახში, იატაკზე მჯდარი იუნგი დაინახა, რომელიც გაბრაზებული იყურებოდა. ლოლას  კი სიცილი აუტყდა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now