საქმე დასრულდა. ლოლამ 1 კვირიანი შვებულება აიღო. პირველი საათი ხდებოდა და რომ არა ჰოლი, რომელიც მას ლოყას ულოკავდა, კიდევ დიდხანს ეძინებოდა. როცა გაიღვიძა და თავი მოიწესრიგა სამზარეულოში ჩავიდა და დედის მიერ გაკეთებული მაკარონის ჭამა დაიწყო. თავიდან მშვიდად, აუღელვებლად ჭამდა მაგრამ მას შემდეგ, რაც იუნგი გაახსენდა გაბრაზებული იტენიდა პირში.
- ეს ბოზი კაცი... - გაბრაზებულმა ლოლამ წამოიძახა, ხელები მაგიდაზე დააბრეხვა და ასეთივე გაბრაზებული თავის ოთახში ავიდა. დედამისი, რომელიც თეფშებს წმენდდა, გაკვირვებული უყურებდა თავის შვილს.ოთახში ასულმა ლოლამ 5-ჯერ გადაიკითხა იუნგის და თავისი მიმოწერები და უფრო და უფრო ბრაზდებოდა. რამდენჯერმე ესემესიც აკრიფა, ზოგი გაბრაზებული, ზოგიც პირიქით...
მაგრამ რაღა თქმა უნდა არ გაუგზავნია. ბოლოს გადაწყვიტა კომპანიაში მიეკითხა მისთვის. გაემზადა.
ჰოლის საჭმელი დაუყარა, შემდეგ თავის მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ იუნგის ოფისში წავიდა. იცოდა, იქ არავინ შეუშვებდა ასე უბრალოდ, ამიტომაც თავისი პროფესიის დამადასტურებელი ბარათიც წაიღო, რომ თავისი გავლენით ესარგებლა. როცა კომპანიის ბოლო სართულზე ავიდა, იქ იუნგის ასისტენტი დახვდა. ასისტენტი კი რატომღაც ძალიან ეცნო ლოლას, მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან.
YOU ARE READING
Mysterious stranger § იდუმალი უცნობი
Fanficკანონები ჩემი წარმოდგენითაა შექმნილი, ფიკს სჭირდება, დედი, ასე. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ იურიდიული კუთხით, chill sisters 💪🏻 დასრულებული 🌟