11

120 12 5
                                    

იმ დღის შემდეგ იუნგი ლოლასთან 1 თვის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. თავიდან ლოლა ამ ყველაფერს არ იმჩნევდა, შემდეგ ცოტა ეუცნაურა, ბოლოს, კი როცა უცნობის ყურადღება საგრძნობლად მოაკლდა, უკვე განზრახ დაიწყო ღამე მარტომ სიარული. რამდენჯერმე კი ტელეფონზეც კი მისწერა, მაგრამ ნომერი დაბლოკილი აღმოჩნდა. ერთ ღამეს სამსახურიდან სახლისკენ მიმავალი ლოლა ვიღაცამ ჩიხში მიიტაცა. გოგო გაბრწყინებული თვალებით ელოდა უცნობს, მაგრამ როცა მისი ტუჩების ნაცვლად კისერზე ცივი მეტალი იგრძნო და არც ამ ვიღაცას არ ასდიოდა იდუმალი უცნობის ნაირი მძაფრი მაგრამ საშინლად მიმზიდველი სუნი, მიხვდა, რომ ეს მორიგი ჯიბის ქურდი იყო. თვალები მობეზრებით აატრიალა, ხელი წამში გაუკავა, ძირს დააგდო და გამეტებით დაუწყო რტყმა. არა იმის გამო, რომ ქურდი იყო, არამედ იმის გამო, რომ იდუმალი უცნობი არ იყო.
- ჯანდაბა, ვინ მოგცა იმის უფლება, რომ მის ნაცვლად ამ ჩიხში შეგეტყუე? სირო! -ლოლა ყოველ სიტყვაზე მუცელში წიხლს ურტყამდა. ბოლოს კი როცა მთელი ჯავრი ამოანთხია, უბრალოდ ხელბორკილები დაადო და ერთ-ერთ საპატრულო პოლიციას გამოუძახა, თავად კი სახლში უკმაყოფილო  წავიდა. შემდეგი დღე ლოლასთვის დასვენები დღე იყო და ვინაიდან და რადგანაც ახალი წელი მოდიოდა, გადაწყვიტა პროდუქტები ეყიდა და საახალწლოდ ორცხობილები  გამოეცხო. სახლში მის გარდა არავინ არ იყო, რადგან მშობლებმა გადაწყვიტეს, რამდენიმე დღე მხოლოდ ერთმანეთით დამტკბარიყვნენ. ლოლიტა მაღაზიაში წავიდა, პროდუქტები იყიდა, უკან გზაზე კი კვლავ ფეხით წამოვიდა. სახლში მისვლისას კვლავ თავისი თოვლის ბაბუს პიჟამოები ჩაიცვა, თავისი შავი გრძელი თმა ზემოთ დაიმაგრა და საახალწლო სიმღერის თანხლებით ორცხობილების ცხობას შეუდგა. სიმღერას ტანს აყოლებდა და თან უკვე გამომცხვარ ორცხობილებს კრემავდა, როცა მოულოდნელად მთელ სახლში შუქი ჩაქრა. ტელევიზორიც გაითიშა და მთელ სახლში სიბნელე გამეფდა. რადგან ლოლა თავისი სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულს იცნობდა, თავისი ოთახისკენ ნელ-ნელა დაიძრა. ჯერ კიბეები უნდა აეარა, კიბეებამდე კი ზუსტად 16 ნაბიჯი იყო.
-ერთი, ორი, სამი... თოთხმეტი, თხუთმეტი, თექვს... ააააააა!!!! - ლოლიტა მოულოდნელად ვიღაცას შეეჯახა და რომ არა მისი ხელები, უთუოდ დაეცემოდა.
- პატარავ, წყნარად, მე ვარ. - წყნარი ხმით მიუგო იუნგიმ.
- შ-შენ? აჰ, კიდევ კარგი... მოიცა, შენ? იდიოტო! - ლოლამ ბიჭის ხელებისგან თავი მაშინვე დაიხსნა და მუცელში უთავაზა, შემდეგ კი სახეში.
- კრეტინო! სად იყავი?!
-პატარავ, მოიცადე... -*დარტყმა*
-სიკვდილი გინდა? მე შენ მოგწერე კიდეც!
- ჩემო გოგო, ორი წამით...-*დარტყმა*
- ნაგავი ხარ!
- დოლორეს, შეწყვიტე!*დარტყმა*
- სუფთა დეგრადირ...
- დოლორეს! - იუნგიმ ძლივს შეძლო  ლოლას მკლავებით დაჭერა. ერთი შეანჯღრია და როცა ნახა, რომ ლოლა ოდნავ დაწყნარდა, მაშინვე ეცა მონატრებულ ტუჩებს. ლოლა გატრუნული იდგა, მის ქმედებას არ ყვებოდა, მაგრამ თავის თავთან ტყდებოდა, რომ აშკარად სიამოვნებდა ამდენი ხნის შემდეგ უცნობის ამბორი. მინი კოცნებს შორის კვნესოდა და ოხრავდა.  იუნგიმ ხელი წელზე მოჰხვია ლოლიტას და სამზარეულოს მაგიდაზე ასვა, შემდეგ კი მის ფეხებს შორის მოექცა და ხელი შეშველ ფეხზე აატარა.
- ჯანდაბა, მომენატრე... - იუნგი კოცნებს შორის ლაპარაკობდა.
- სად იყავი? - ლოლა ეცადა  მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ უცნობის კოცნებისგან გაბრუებულს უფრო კნავილი აღმოხდა.
- მოგენატრე? - იუნგიმ ჩაისმირკა. ცხადია, ამას ლოლა ვერ ხედავდა.
- სულაც არა.
- მმმმ, მართლა?
- დიახაც.
- გინდა შევამოწმო?
- როგორ უნდა შეამოწმო?
- აი, ასე... -იუნგიმ ხელი პიჟამოს ქვემოთ შეყო და საცვლის რეზინა ოდნავ გამოსწია.
- ა-არა... არ ღირს... -ლოლა აფართხალდა. იუნგიმ ჩაიცინა, ლოლას პატარა კოცნა დაუტოვა ლოყაზე და ხელი კვლავ ბარძაყზე დაადო.
- აი, მე კი, ძალიან მომენატრე.
- ...
- მაპატიე კარგი?
- ...
- მითხარი რამე...
- ...
- საყვარელო, გთხოვ, შენი დუმილით ნუ შემშლი, რამე მითხარი, რამე მთხოვე, თუ გინდა ისევ გამარტყი, ოღონდ გთხოვ, რამე გააკეთე.
- შენ მე არ მენახები... შეიძლება შეგეხო და წარმოსახვით მაინც დაგინახო? - ჩუმად ამოილაპარაკა გოგომ. იუნგი ცოტახნით შეყოვნდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ლოლა ხელით ჯერ იუნგის ხელს შეეხო. ნაზად ასრიალებდა ხელს მის თლილ თითებზე.
- გრძელი თითები გაქვს - ლოლამ ბინძური ღიმილი აიკრა სახეზე და ისე გააგრძელა მისი თვალიერება, მაგრამ იუნგი მის სახეს ვერ ხედავდა, ამიტომაც ლოლას სიტყვები მხოლოდ კომპლიმენტად მიიღო. შემდეგ გოგომ ხელი მის მკლავზე აატარა.
- აბა, კუნთი დაჭიმე.
- პატარა ბავშვი ხარ. -  მობეზრებით უთხრა იუნგიმ ლოლას, მაგრამ მაინც დაჭიმა. შემდეგ ლომ ხელი მის მხრებზე გადაატარა, ნელ-ნელა კი ქვემოთ დაიწყო ჩატარება. ხელი ჯერ დაკუნთულ მკერდზე, ბოლოს კი პრესზე დაადო.
- პატარავ, ვფიქრობ უმჯობესია, თუ კვლავ ზემოთ ახვალ... - ოდნავ გაჭირვებით თქვა იუნგიმ. ჯერ ლოლას გამოხედვა ადნობდა და ახლა მის შეხებაზე ცუდად გახდებოდა. ლოლამ ჩაიცინა და ხელები  კისერზე შემოხვია. კისრიდან კი სახეზე გადავიდა. ნაზად გაატარა თითები ყბის ძვალზე, შემდეგ კი ტუჩებზე. როცა იუნგის საშუალო ზომის ტუჩებზე თითებით კონტურს ხაზავდა, ბიჭმა ნაზად აკოცა მათ. ლოლამ ხელი პატარა ცხვირთან მიუტანა და საჩვენებელი თითით რამდენჯერმე დააჭირა - პი პი პი!
იუნგის გაეცინა და ლოლას მოუღუტუნა. გოგომ ხელი უკვე თვალისკენ წაიღო, მაგრამ იუნგის შრამმა თავი შეახსენა და უმალ დაიჭირა მისი ხელები.
- პატარავ, თვალები არა...
- რატომ?
- იცი... წეღან... წეღან რომ მომარტყი მუშტი მტკივა და იმიტომ! - მინმა გამოსავალი იპოვა. ლოლასაც აღარ გაუგრძელებია მეტი და ხელები გრძელ, აბრეშუმივით რბილ და ხშირ თმაში შეუცურა. იუნგი გაიტრუნა, ლოს ბარძაყებზე დასვენებული ხელები უფრო მოუჭირა და გოგოს ტუჩებზე ეცა. როცა კოცნას მორჩა, სანამ რაიმის თქმას მოასწრებდა, ლოლამ ჰკითხა.
- მითხარი... რას გრძნობ ჩემს მიმართ? - იუნგი დადუმდა.
- ლოლა, ჩემო დოლორეს, ჩემო გოგო... მე... მე შენ მიყვარხარ. - და ზუსტად მაშინ შესრულდა თორმეტი საათი, ზუსტად მაშინ შემოვიდა ახალი წელი, ზუსტამ მაშინ გაანათა ცა ფერადმა ნათებებმა და ზუსტად მაშინ გრძნობებ გამხელილი იუნგი კიდევ ერთხელ ეამბორა საყვარელი ქალის ცრემლებით დასველებულ ბაგეებს.
- ახალ წელს გილოცავ, ანგელოზო... მიყვარხარ. - და იუნგიმ ხელები აიღო, თავისი კეპი კვლავ დაიხურა და გაისწორა, ლოლა სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა, თავად კი სახლიდან გავიდა. რამდენიმე წუთში შუქი აინთო და მისაღებში მდგარ ნაძვის ხის ქვეშ აუარებელი რაოდენობის საჩუქარი ელაგა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now