6

133 13 7
                                    

სახლში დაბრუნებულმა ლოლამ პირდაპირ თავის ოთახს მიაშურა. ჯერ საწოლზე დაწვა, შემდეგ წამოჯდა, ფეხსაცმელები გაიხადა. ადგა და კაბის თასმები შეიხსნა. თხელი მატერია მაშინვე ჩამოცურდა და წელს ზემოთ შიშველი, ტრუსის ამარა ლოლაც სააბაზანოსკენ გაემართა, რა დროსაც ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.

Unknown number
პატარავ, შენი სხეული იდეალურია!

ლოლას ტანში გააჟრჟოლა.

Unknown number
ფარდები ჩამოაფარე, ძვირფასო, არავინ მინდა დაგინახოს, ჩემს გარდა.

ლოლამ იქვე მიგდებული ხალათი შემოიხვია და ფანჯარას მივარდა. ეზოს ლამპიონების მიუხედავად არავინ არ ჩანდა.

ლოლა
ვინ ჯანდაბა ხარ?

Unknown number
ჩემს გოგოს ასე მალე დავავიწყდი?
:((

ლოლა
ჯანდაბა! გარყვნილო ფსიქოპატო! შემეშვი! რა ჯანდაბა გინდა!

Unknown number
შენ მინდიხარ, დოლორეს!  და ვფიქრობ, ასე აღარ ილაპარაკებ, მკლავებში ოფლისგან დაცვარული რომ მეყოლები მოქცეული.

ლოლა
წადი შენი!

Unknown number
მეც მიყვარხარ<333

ლოლამ თვალები აატრიალა. იარაღი აიღო და სახლის დათვალიერება დაიწყო. ყველა კარი და ფანჯარა გადაკეტა. ოთახში დაბრუნდა და ახალი შეტყობინება გახსნა.

Unknown number
მშვენიერო, დღეისთვის საკმარისია, ახლა იბანავე და დაიძინე. ხვალ კი ჩემი კოცნა გაგაღვიძებს.;⁠-⁠)

ლოლა
რას ნიშნავს შენი კოცნა გამაღვიძებს?! არ გაბედო და სახლში არ შემოხვიდე!

Unknown number
ღამე მშვიდობისა, ჩემო გოგო.

ლოლამ ბოლო მესიჯის მიღებისას კომპიუტერთან მიირბინა და ნომრის პატრონის ძიებას მოჰყვა. რაც არ უნდა გაეკეთებინა ნომერი არ იძებნებოდა.

Mysterious stranger § იდუმალი უცნობიWhere stories live. Discover now