*ორი კვირის შემდეგ*
ლოლას და იუნგის ურთიერთობა მშვენივრად აეწყო. იუნგი ლოლას ყურადღების საკმარის დოზას აძლევდა, ლოლაც მისი ოდნავი სიუხეშით პასუხობდა. ლო შეიცვალა. ყოველ დილით სახე გაბადრული დგებოდა, დედას, ჰოლის და მამას კოცნიდა და მერე ბედნიერი სამსახურში მიდიოდა.
იუნგი♡
დილამშვიდობისა, კნუტო 🩷ლოლა
Rise and shine mother fuckerrrrrr😝იუნგი♡
მოგხვდება.ლოლა
Slap me daddy!იუნგი♡
პატარავ, კარგად ხარ?ლოლა
ახალი საქმე გავხსენი🤟🏻იუნგი♡
ყოჩაღ, შენით ვამაყობ.ლოლა
მადლობა 😊იუნგი♡
მიყვარხარ*Seen*
იუნგი♡
ლოლაააა მიყვარხარ<3333*Seen*
იუნგი♡
ძალით მაწვალებ?*Seen*
იუნგი♡
ვიღაც დაისჯება.ლოლა
მეც, ხო, მეც მიყვარხარ ვააიუნგი♡
პატარავ, თავს ვერ დაიძვრენ.*Seen*
იუნგი♡
დროებით, კნუტო.*Seen*
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
ერთ დღესაც იუნგიმ ლოლა მორიგ პაემანზე დაპატიჟა. ამჯერად ისინი ჯერ კინოში წავიდნენ, სადაც იუნგის ნაცვლად ლოლა უფათურებდა მას ხელებს, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო და იუნგიმაც კარგად იცოდა, რომ ლო მას უბრალოდ აწვალებდა, შემდეგ გასართობ პარკში შევიდნენ, ბოლოს კი სანაყინეში. საღამოს როცა იუნგიმ ლოლა სახლთან ჩამოსვა ტრადიცია არ დაარღვია. მასზე პატარა გოგოს წელზე ხელები შემოხვია, მის ტანზე ააკრო და ნაზად, მაგრამ ღრმად აკოცა, ტუჩებიდან კი კისერზე გადავიდა და იქაც დაუტოვა კოცნები. და საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ეს ლოლას დედამ დაინახა, მაგრამ იმ ღამეს არაფერი არ შეუმჩნევია.
(ვაი, სირცხვილო)
დროდადრო შვილს კი შეხედავდა ხოლმე უცნაური, ეშმაკური მზერით.
ერთ ღამეს, იუნგის და ლოლას ,,შეყვარებულობიდან"(რა საზიზღრობაა) ერთი თვის თავზე, როცა ლოლა უკვე მაისურსა და შორტში გამოწყობილი საწოლში იწვა და ჰოლის ეფერებოდა, მისი ოთახის ფანჯარაზე კაკუნი გაისმა. ლოლამ მაშინვე იარაღს დასტაცა ხელი, ლეკვი კი წინ გაიჭრა პატრონის დასაცავად. იარაღით ნელ-ნელა უახლოვდებოდა ფანჯარას, როცა ის მოულოდნელად გაიღო და იქიდან იუნგი შემოხტა. ლოლამ ამოისუნთქა.
-ჯანდაბა, შემაშინე!
- მაპატიე, პატარავ.-იუნგიმ გაიცინა და ლოლას ყუთი გაუწოდა.
- ეს რა არის?
- გგონია დღევანდელი დღე დამავიწყდებოდა? - იუნგი ლოლას ნელა მიეკრო ზურგიდან და ხელები წელზე შემოხვია, თავი კი მხარზე დაადო. -გახსენი.
ყუთში ახალთახალი აიფონი იდო.
ლოლამ გაიღიმა, იუნგისკენ შეტრიალდა და ზედ შეახტა. მკლავები კისერზე მოხვია, ხოლო ფეხები წელზე. იუნგიმაც ერთი ხელი უკანალზე, მეორე კი წელზე მოჰხვია. ძაღლი ყეფას არ წყვეტდა.
- მოგეწონა?
- მჰმ. - ლოლა იუნგისთან დაიხარა და აკოცა.
იუნგიმ მობეზრებით შეხედა ჰოლის- ჯანდაბა, რატომ არ ჩუმდება? ვიღაც რამეს იეჭვებს! - მინი უკვე ღიზიანდებოდა ძაღლის ხმაზე და იმაზეც, რომ ჰოლი მისი ფეხების ჩამოპორჭყნას ცდილობდა. ლოლას გაეცინა.
- ნუ ღელავ, კედლები ხმა გაუმტარია.
- ანუ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ვერ გაიგებენ? - იუნგიმ ბინძური სმირკი აიკრა და ლოლასგან პატარა გალაწუნებაც მიიღო, შემდეგ კი ჩაიცინა.
YOU ARE READING
Mysterious stranger § იდუმალი უცნობი
Fanfictionკანონები ჩემი წარმოდგენითაა შექმნილი, ფიკს სჭირდება, დედი, ასე. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ იურიდიული კუთხით, chill sisters 💪🏻 დასრულებული 🌟