2 წელი გავიდა, რაც ლოლა და იუნგი ერთად არიან. დღეს ლოლას დაბადების დღე იყო. ლოლიტა 26 წლის გახდა მაგრამ იუნგი მას მაინც პატარად მოიხსენიებდა. ახლაც, პატარა ორცხობილით ხელში ლოლას წინ გაბრწყინებული თვალებით იდგა და ხმადაბლა ამბობდა : სურვილი ჩაიფიქრე, პატარავ.
და რატომ ორცხობილით?*3 საათის წინ*
- აჰჰ იუნგი, სწრაფად!
- პატარავ, მეტი სწრაფად არ შემიძლია!
- ჯანდაბა, აუჩქარე!
- ვცდილობ!
- არ ცდილობ!
- უკვე თითები მტკივა!
- ჯანდაბა, იუნგი, წავაგეთ!ლოლამ ჯოისტიკი დივანზე მოისროლა და ზედ წამოკოტრიალდა. იუნგი სიცილით მიუახლოვდა ლოლიტას და ზედ დააწვა. თავი გულ-მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა. თან ამოიბუზღუნა: - ვერ ვიჯერებ, რომ 32 წლის კაცს ჯოისტიკზე თამაშს მასწავლი. ან რა თამაშია? ერთმანეთს ვკლავთ ყველაზე სასტიკი ხერხებით!
- ბუზღუნა ბებერი ხარ! - ლოლამ ჩაიცინა და იუნგის თმებში შეუცურა ხელები.
- ბებრებს დიდი ძალა არ აქვთ, მე კი კარგად მახსოვს გუშინ რა ხმით კვნესოდი. - მინმა კმაყოფილად ჩიღიმა, ლომ კი თავში წასცხო.
- უფ... მერე რა? თან ეგ...
- ხო, ენით. წარმომიდგენია ქორწინების მერე რა მოხდება, საყვარელო, ალბათ ვეღარ გაივლი!
- ხო წელი თუ არ გაგიშეშდა. - ლოლამ გადაიკისკია, იუნგიმ კი თავი ასწია და ლოლას ღუტუნი დაუწო. გოგო მინის ქვეშ იცინოდა და აქეთ-იქით ტრიალებდა. შიგადაში მომღიმარი იუნგი ლოს სახეზე და კისერში კოცნიდა.
- კაი, კაი, გვეყოს. მოდი ახლა ისევ ისე დაწექი! - ლომ ხელები გაშალა, მინი კი კვლავ შეძვრა და ლოლას გულის ცემას უსმენდა. ნელ-ნელა ეძინებოდა, როცა მოულოდნელად დიდმა ხმამ გამოაღვიძა, ეს დიდი ხმა კი აფეთქების ხმა იყო.მეორე სართულზე იუნგის ოთახი ააფეთქეს. წყვილი მაშინვე ფეხზე წამოდგა და იარაღებს დასტაცა ხელი. მალევე კიბეებზე ნაბიჯები გაიგონეს. იუნგიმ ლოლას შეხედა შეშინებული თვალებით, ხელი კისერზე მოხვია, ძლიერად აკოცა, თითქოს უკანასკნელად, და ანიშნა, რომ ის მეორე მხარეს გავიდოდა. ლოლამ იარაღი გადატენა და შორიდან მოავლო ტერიტორიას თვალი.
YOU ARE READING
Mysterious stranger § იდუმალი უცნობი
Fanfictionკანონები ჩემი წარმოდგენითაა შექმნილი, ფიკს სჭირდება, დედი, ასე. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ იურიდიული კუთხით, chill sisters 💪🏻 დასრულებული 🌟