კაბინეტის კარზე კაკუნია.
-შემოდით.
- დილამშვიდობისა, ლოლა - მორიდებით ამბობს ახლახანს შემოსული ჯონგინი. ლოლაც იგივეთი პასუხობს.
- გახსოვს, პაემანზე რომ ვლაპარაკობდი, თუ გცალია მინდა დღეს დაგპატიჟო...- ლოლას წინ სავარძელზე მორცხვად დამჯდარ ბიჭს ლოყები აუწითლა. ლოლამ შეამჩნია და გაეღიმა.
- დიდი სიამოვნებით! - ჯონგინს თვალები აუციმციმდა.
- კარგი, ლოლა. საღამოს 8 საათზე, შენს სახლთან გამოგივლი, რესტორანში დაგპატიჟებ.*რა ბანალურია*
პირველად ამ აზრმა გაუელვა ლოლას თავში როცა ჯონგინმა რესტორანი ახსენა.
- კარგი, 8 საათისთვის გამზადებული ვიქნები. - ჯონგინმა ლოლას თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა.- შემოდი! - ლოლამ მობეზრებით აატრიალა თვალები. - ჰიუნა, კარის უკან შენს სილუეტს ვხედავ, შემოდი!
მალე ოთახში დარცხვენილი პუტკუნა გოგო შევიდა.
- ჩემს კარებთან რას აკეთებდი?
- მე...მე უბრალოდ შემოვლა მინდოდა...
- საყვარელო, ხომ იცი, რომ თვალთვალი კანონიერად ისჯება? - ირონიული ღიმილით ელაპარაკებოდა ლოლა ჰიუნას მაგრამ იმის ნაცვლად რომ გოგოს შერცხვენოდა, მის მაგიდასთან მიირბინა და იდაყვებით ზედ დაეყრდნო.
- არარსებობს! ხომ გითხარი მოსწონხარ-თქო! სად დაგპატიჟა? რომელ საათზე? რამე რომანტიული თქვაა? რა უნდა ჩაიც...
- ბოდიში, საქმეები მაქვს, უნდა წავიდე, არ მცალია. - მობეზრებულმა ლოლამ პასუხი უცბად მიუგდო, მნიშვნელოვანი დოკუმენტები წამოკრიფა და კაბინეტიდან სასწრაფოდ გავიდა.
ამ დროს ჰიუნამ ტელეფონი ამოიღო და "შეყვარებული კატა" მოძებნა. რამდენიმე ხნიანი ზარის გასვლის შემდეგ, ტელეფონი იუნგიმ აიღო.
- ამ საღამოს, 8 საათზე, რესტორანში, ჯონგინი.
- რა საღამო, რა რესტორანი, სადმე მპატიჟებ?
- ჯანდაბა, ბიძაშვილო, რა სულელი ხარ! საღამოს შენს შეყვარებულს პაემანი აქვს, რვა საათზე, რესტორანში ჯონგინთან ერთად. სახლში გაუვლის!
- ესეიგი ჯონგინი... -ტელეფონის მიღმა კოპებ შეკრული იუნგი თითებს ტელეფონს ისე უჭერდა, რომ ლამისაა შემოეფშხვნებოდა.- კარგი მადლობა.
- კიდევ რამე გაიმეტე ბიძაშ...
ზარი დასრულდა.
- უფრო მეტს უნდა მიხდიდეს -ჩაუბუზღუნა ჰიუნამ.
YOU ARE READING
Mysterious stranger § იდუმალი უცნობი
Fanfictionკანონები ჩემი წარმოდგენითაა შექმნილი, ფიკს სჭირდება, დედი, ასე. ასე რომ თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევთ იურიდიული კუთხით, chill sisters 💪🏻 დასრულებული 🌟