ფენრირის დაღწევიდან მხოლოდ ერთი დღე გასულიყო.მსოფლიოში არსებული ბანაკებიდან საუკეთესო მებრძოლთა რაზმი უკვე შეკრებილიყო.თითოეული ბანაკიდან ერთი საუკეთესო შეირჩეოდა. დანარჩენები ომში მაშინ იღებდნენ მონაწილეობას თუ ეს აუცილებელი გახდებოდა.თუმცა,ასეთი შემთხვევა არასოდეს ყოფილა.- გთხოვ გუკ, ფრთხილად იყავი.მე შენს შესაძლებლობებში არასოდეს შემპარვია ეჭვი,თუმცა შენც კარგად იცი როგორი ძლიერია მეტოქე. - გუკი მამამისის წინ იდგა,რომელიც ორი წელია საერთოდ არ ენახა.თუმცა ეს ბუნებრივიცაა. ღმერთები ზედმეტად იშვიათად ერეოდნენ საკუთარი შთამომავლების ცხოვრებაში.
- რაც არ უნდა დამიჯდეს,თუნდაც საკუთარი სიცოცხლე,ის აუცილებლად დაუბრუნდება საპყრობილეს.მე ამას გპირდები,მამა. - თქვა გუკმა, სერიოზული,წყნარი ტონით.შემდეგ კი მამამისის ხელს დახედა,რომელიც მხოლოდ ნახევარი დარჩენილიყო.
- ამაზე არ იჯავრო შვილო,ეს ჩემი შეცდომა იყო,მგლის ხახაში ჩავვარდი - ტირის გაეცინა...- ახლა შენი დრო დადგა გუკ,არ გაიმეორო იგივე შეცდომა დაე ყველამ დაინახოს,თუ რა შეგიძლია! - განაგრძო მან.როგორც კი საუბარი დაასრულეს მოულოდნელად აორთქლდა,თითქოსდა არც არასდროს ყოფილიყო იქ.
ნუთუ დროა ყველაფერი გაირკვეს - გაიფიქრა და მაისური გაიხადა,სარკეში ნათლად მოჩანდა ზურგზე ძველი ნაიარევი.დროსაც ვერ შეეხორცებინა ისინი.
გუკმა ნაირევი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.თითოეული მათგანი ახსენებდა იმ ღამეს,როდესაც ქურდობაში გამოიჭირეს და დაუზოგავად გაროზგეს.მაშინ მხოლოდ თერთმეტი წლის იყო,თუმცა მას ყველაფერი ცხადად ახსოვს.
გუკს ხმა შემოესმა,მალევე წამოხტა და მაისური ჩაიცვა.კარავში ფენიქსი შემოვიდა,ის მისი მეწყვილე უნდა ყოფილიყო.ფენიქსი ყოველთვის განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა.თმები ისეთი ფერის ჰქონდა,რომ თავად ცეცხლს მოგაგონედა.მაღალი იყო,თანაც ეტყობოდა ბევრს ვარჯიშობდა. ბანაკში პირველობას ცდილობდა.ის ხასიათითაც გამოირჩეოდა.როდესაც ერთს იტყოდა,მეორეს აკეთებდა.ამიტომ მას უმეტესად არავინ ენდობოდა.
YOU ARE READING
ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)
Fanfictionამაიას ცხოვრება სამუდამოდ კარგავს წარსულის იერსახეს,როდესაც ის ნახევარღმერთების ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება, წინასწარმეტყველების აღსასრულებლად. "მისი რევანშით სავსე თვალები,თითოეულ მწარე დაღრინებასთან ერთად,ზიზღით ანათებდნენ."