.განშორება.

41 10 0
                                    

მთიდან დაბრუნებული მზვერავი რაზმი ადრიანად მივიდა მთავარ ბანაკში.მათ ეზეკიელი და დანარჩენები საგულდაგულოდ მომზადებულნი შეეგებნენ.თათბირის შემდგომ ბანაკი მალევე დატოვეს.

როდესაც ისინი წავიდნენ,ეზეკიელმა ბრძანება გასცა.

- გაემზადეთ,დღეს ღმერთებთან მივდივართ.

მის ბრძანებას ყველა უხმოდ დაემორჩილა.სანამ ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ,ამაია უკიდეგანოდ ღელავდა.თავი კვლავ კოშმარში ეგონა,რომელიც ზედმეტად გავდა რეალურს.ის სადღაც შორს იყო .სახლიდან ძალიან შორს,უდაბურ ტყეში,სადაც ღამით მხოლოდ კოიოტების ყმუილი ისმოდა.ყველაფრისგან ტრამვირებულს არც კი ეგონა,რომ მისი ერადერთი იმედი,დეიდა როსა,ცოცხალი იყო.მისი შინაგანი სამყარო ნელ-ნელა ცარიელდებოდა,მხოლოდ სადღაც,უკიდურესად შორს,დარჩენოდა მას პატარა ბჟუტავი ნაპერწკალი,რომელსაც ებღაუჭებოდა,იმ იმედით,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

- ადექი,მივდივართ - გუკმა ის წამოაყენა და წინ გაუძღვა. - მე გაგიძღვები წინ,არ ჩამომშორდე,თორემ ველური ცხოველების საჯიჯგნი დარჩები.

ამაიამ ჯერ ბრაზით ახედა,შემდეგ კი უსიტყვოდ გაჰყვა.

მალე ჩანჩქერთან მივიდნენ.ლევი მას მიუახლოვდა,ხელი ასწია და წრიულად აამოძრავა,მის მაჯაზე გამოსახული რუნა გაწითლდა.წითელი ფერი მთლიან მტევანს მოედო თუ არა ჩანჩქერის წინ უზარმაზარი პორტალი გაიხსნა,რომელიც გარშემორტყმული ცეცხლით გიზგიზებდა,შუაში კი ანარეკლი ისეთივე ცხადი იყო,როგორიც სარკისა.

ისინი სათითაოდ შევიდნენ პორტალში,გუკს ამაიაზე ჰქონდა ხელი ჩაკიდებული,გრძნობდა,რომ ძალიან ეშინოდა,ამიტომ მასთან საუბარი განაგრძო.

- ამ რუნას,რომელსაც ლევი ფლობს,ქენაზი ჰქვია.ის ცეცხლის რუნაა.ადრე მას განსაკურნადაც იყენებდნენ,თუმცა ლევიმ მას,წყლის სტიქიასთან შერწმის ტექნიკით, პორტალის შექმნის უნარიც მიანიჭა.შუაში საკუთარ ანარეკლს დაინახავ.მას შეუძლია არა მხოლოდ შენი სხეულის დანახვა,არამედ შენი გონების,რათა იქ გაგაცილოს სადაც შენც მოგესურვება.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now