.წრფელი გულები.

14 6 0
                                    

- მშვენიერია... - შეიცხადა ეზეკიელმა,რომელიც საუცხოო გარეგნობის მქონე  ფრინველის წინ იდგა.ხელები ზურგისკენ ჰქონდა დაწყობილი და მას ინტერესით უმზერდა.რურუ კი ეზეკიელს,როგორც უცხო სხეულს ისე აღიქვამდა,თანაც თვალებზე ეტყობოდა,რომ მისი ახლოდან,კარგად შესწავლა სურდა.

- არც ისე მეგობრულია,სიფრთხილე გმართებთ.ის აღმოსავლეთის შვილია,ბედუინებთა ერთად სასტიკ გარემოში იზრდებიდა.თავისებური,თუმცა შესაგუებელი ხასიათი აქვს. - ასტრიდს ეშინოდა რაიმე არ მომხდარიყო და ისედაც არსებული საშინელი სიტუაცია,კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო.ის რურუს მიუახლოვდა და ნაზად მოეფერა მის ფრთებს,რომლის ფონზეც ასტრიდის მტევანი შესამჩნევად დაპატარავდა.

რურუ ეზეკიელისკენ წაიწია.მას ხელში გუკის მშვილდი ეჭირა.რურუმ  ის მაშინვე  დაყნოსა და ეზეკიელს თავის დაქნევით ანიშნა,რომ კვალი ნათელი იყო მისთვის.

- კარგია,ახლა კი გთხოვთ,იპოვე ისინი და მაშინვე შეგვატყობინე,გასამრჯელოს გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებ.შენს იმედად ვარ...

ეზეკიელმა რურუს თავზე ხელი გადაუსვა,ფრთხილობდა,თუმცა გრძნობდა,რომ ეს უზარმაზარ ფრინველი მოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. 

რურუმ მალევე დატოვა ბანაკი და კვალს დაედევნა.მისთვის ახლა მხოლოდ ერთი დავალება იყო შესასრულებელი,ეპოვნა ისინი და მალევე ჩაეგდო მათი თავები კლანჭებში.

რურუს ერთი ნიშანიც საკმარისი იქნებოდა,რომ ასტრიდს გაეგო მისი ადგილსამყოფელი.მათ ფარული ძალა აკავშირებდათ.ასეთი მოვლენა,მხოლოდ მისი მოდგმის ხალში ვრცელდებოდა და ეს დედამიწაზე არსებული ძალებისგან ერთ-ერთი იყო,რომელსაც რუნა არ სჭირდებოდა.

...

- ხომ არ ჯობია ცოტახნით შევისვენოთ?
დარწმუნებული ვარ არეზი დაიღალა,ის კი ჯიუტია... - ამაია მასზე ღელავდა,არეზი საკუთარ ენერგიას არასოდეს ზოგავდა.
მან გუკს გადაუჩურჩულა,იცოდა არეზს,რომ ეს სიტყვები გაეგო უფრო გაჯიუტდებოდა.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now