.ბედისწერა.

40 10 0
                                    

დღეს სამშაბათია,ამაია კი შადრევანთან ატარებდა დროს,მწვანე წიგნით ხელში,რომელიც განტვირთვაში ეხმარებოდა.

ის ხშირად ფანტასტიკურ სამყაროში გადაეშვებოდა,იქ სადაც ყველაფრის გაკეთება შეეძლო,რაც კი მოესურვებოდა.თანაც ოცნებობდა იქნებ ეს ყველაფერი ოდესღაც რეალობად გარდარქმნილიყო.

რამდენიმე საათის შემდეგ მისი ნათელი ფიქრები საღამოს ჩრდილმა გადაფარა,რომელიც შეუმჩნევლად შემოპარულიყო.

- წასვლის დროა - ჩაილაპარაკა მან,წიგნი დახურა და სახლში დასაბრუნებელ ბილიკს დაუბრუნდა.

ბილიკზე მზის უკანასკნელი ნარიჯნისფერი სხივები ამაიას ჩრდილს აფრთხობდა.მალე ჩრდილმა გაიმარჯვა და არემარე ბნელი ფერით შეამკო.

ამაია ამას მიჩვეული იყო,ის თითქმის ყოველ სამშაბათს დადიოდა შადრევანთან სასერნოდ,ან წიგნის წასაკითხად,შინ დაბრუნებისას კი ბილიკი ნათელი,არც არასდროს ყოფილა.

თუმცაღა დღეს ეს ბილიკი უჩვეულოდ ბნელი მოეჩვვენა.ოდნავ დაზაფრულმა ნაბიჯებს აუჩქარა,ცოტა აკლდა სირბილამდე.აქა-იქ ფრინველთა ფრთების შრიალიც ისმოდა.დრო კი ისე გადიოდა თითქოსდა დედამიწაც ჩქარობდა.

როცა დაიღალა გაჩერდა.სახლამდე ხუთი წუთიღა იყო დარჩენილი და იფიქრა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

სულ ტყუილად ღელავ.ან რა გაღელვებს მეზობლად ყველას იცნობ... - გაიფიქრა,ამოისუნთქა და გზა ამჯერად ნელი ნაბიჯით განაგრძო.

მალე ტკაცუნის ხმამ უკან ელვის სისწრაფით შეაბრუნა,გულიც აუჩქარდა,თუმცა ხმა ილუზიებს დააბრალა.

- ალბათ მომეჩვენა.. - თქვა თუარა მხარზე ძლიერი შეხება იგრძნო,რაღაც აუხსნელი და განსხვავებული.ვერც დაყვირება მოასწრო და ვერც იმის დანახვა თუ ვინ დაესხა თავს,თუმცა სანამ გონებას დაკარგავდა,რაღაც ნაცნობს მოჰკრა თვალი,იმას რასაც თითქმის ყოველ ღამე ხედავდა...

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now