.წყვდიადთან შეხვედრა.

35 9 0
                                    

უკვე მთელი დღეა ამაია და არეზი ბანაკისაკენ მიმავალ გზას დასდგომოდნენ.

მათთვის უფრო გამოსადეგი იქნებოდა პორტალის გამოყენება,თუმცა მელიებს მათში გადასვლა არ შეეძლოთ.

- რატომ არ შეგიძლიათ პორტალში გადასვლა? - ამაია ინტერესით და გაკვირვებით იყო სავსე.ხელებით არეზს ებღაუჭებოდა.გზად ერთმანეთი გაიცვნეს,ისეთი შეგრძნება ჰქონდათ,თითქოსდა დიდ ხანს იცნობდნენ ერთმანეთს.

- პორტალებს ჩვენი გონების წაკითხვა უჭირსთ,ამიტომ არ შეუძლიათ იქ წაგვიყვანონ სადაც გვსურს.ეს ზედმეტად სახიფათოა.ერთხელ,როდესაც წითელმა მელამ მასში შესვლა გადაწყვიტა,სამუდამოდ გაუჩინარდა.ბევრს სწამს,რომ უსასრულო სიბნელეში დაეხეტება,იქ სადაც ცოდვილები მიდიან.

ამაიას განცვიფრება სახეზე ეხატა.მისთვის ეს მომენტი განტვირთვას ჰგავდა.ჰაერში ფრენა იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა,რომ ლამის ყველაფერი დაავიწყდა.ღრუბლებთან ისე ახლოს იყო,როგორც არასდროს.ეს კი მას სულიერ სიმსუბუქეს ანიჭებდა.

- კიდევ ბევრი დაგვრჩა?  - მოულოდნელად იკითხა,ეტყობოდა,რომ თან გუკისკენ მიილტვოდა,თანაც არ უნდოდა ამ მომენტის დასრულება.

- არც ისე,თუმცა სანამ დავეშვებით სხვებიც უნდა ვიხმო.

ისინი ნახევარღმერთებს მარტო ვერ დაამარცხებდნენ,მოგერიებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.ამიტომ დამხმარე ძალა ნამდვილად სჭირდებოდათ.

არეზმა თვალები დახუჭა,მისი კუდის ბოლოებმა განათება დაიწყეს,ისინი ლაჟვარდოვნად კაშკაშებდნენ.ეს იყო ნიშანი სხვებისთვის,რომ მას დახმარება სჭირდებოდა.

...

- წამოიყვანეთ...

სისხლში ამოსვრილი გუკი ამონსა და ასტრიდს თავიანთ ხელებში მოექციათ და მძევალს სატუსაღოს აშორებდნენ.

ეზეკიელი მათ ხმისამოუღებლად უყურებდა,აკვირდებოდა გუკის სახეს,უნდოდა მასზე სინანული ამოეკითხა,თუმცა მისი მოლოდინები არაფრით მართლდებოდა. იმედგაცრუებულმა მათ ზურგი შეაქცია და წინ ასე წაუძღვა.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now