.შინაგანი სამყარო.

31 8 0
                                    

მას შემდეგ რაც მათ გამოქვაბულში დაიდეს ბინა სამი დღე გასულიყო.
დღეები ნელა,თუმცა მშვიდად იცლებოდნენ.

გუკი მალე გამოჯანმრთელდა.მისი რეგენერაციის უნარიც გაუმჯობესდა.
ენერგიის დაბრუნების შემდეგ ის და არეზი სანადიროდ ერთად მიდიოდნენ. ახლა ორივე ერთად უზრუნველყოფდა ამაიას კეთილდღეობას.

ნახევარღმერთთა ბანაკში კვლავ ქაოსი იყო,ჩუმი თუმცა საგრძნობლად მძაფრ ატმოსფეროში გარეული შინაგანი შფოთვა.
მოსვენება, არც ღმერთებს ჰქონდათ.

ოდინი ხვდებოდა,რომ თუ ყველაფერი მალე არ მოგვარდებოდა,ისინიც განადგურდებოდნენ და მოკვდავთა სამყაროც ნაცარტუტად იქცეოდა.

წითელი და სისხლიანი მთვარე ახლოვდებიდა.შვიდ დღეში ყველაფერი გადაწყდებოდა...ბედი ადამიანთა მოდგმისა და ღმერთთა აღსასრული.

არეზი ამაიას და გუკს იდეებს სთავაზობდა,თუ როგორ უნდა აერიდებიათ ეს კატასტროფა თავიდან.

- მედუზას გამოქვაბულში შავი ქვა ინახება.რომელსაც ნებისმიერი სურვილის ახდენა შეუძლია,მხოლოდ ერთის.

- ფიქრობ შავი ქვა გადაგვარჩენს?! - გუკის მზერაში ეჭვი შეიმჩნეოდა,მას ეს აფსურდად მიაჩნდა.მაგრამ მზად იყო მთლიანი ისტორიისთვის მოემინა.

არეზმა განაგრძო:

- სურვილის ჩათქმა მხოლოდ წრფელი გულის მქონე მოკვდავს შეუძლია. - ის წამიერად გაჩუმდა და ორივემ ამაიას გახედა.

- როგორ უნდა ჩავიგდოთ ხელში ქვა,რომლის ადგილსამყოფელი ასე ავისმომასწავებლად ჟღერს? - გულწრფელი ინტერესით იკითხა ამაიამ და არეზის პასუხს დაელოდა.

- რაღაც არის რამაც შეიძლება უკან დაგვხიოს.ჭაობამდე დიდი გზაა,იქ საშუალოდ ექვს დღეში ჩავალთ.კარგი ის არის,რომ მისი ადგილსამყოფელი,რომელიც სხვებისთვის ლაბირინთს ჰგავს,ჩემთვის კარგადაა ცნობილი...თუმცა,გამოქვაბული ჭაობითაა შემოფარგლული,რომელსაც ჭაობის სულები იცავენ.ჩვენ კი...მელიებს,მათთან არც ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now