.ქაოსი.

203 16 4
                                    

ყველაფერი მაშინ დაიწყო,როდესაც ბოროტებისა და ქაოსის ღმერთმა საბოლოოდ დააღწია თავი სასჯელს და შურისძიების წყურვილით აღვსილი გაემართა ღმერთებისაკენ.

მან საზარელი ქაოსი აღძრა.თითქოსდა მთელი სამყარო გრძნობდა მის მრისხანებას. ღმერთი ოდინისათვის ეს მინიშნება იყო. მინიშნება,რომ მოდიოდა თავად ქაოსი ყველაფრის გასანადგურებლად.ამ ამბავმა სწრაფად მიაღწია ნახევარღმერთებამდეც.

- იქ სადაც თეთრი კალუნას ყვავილები ხარობენ,მიაჯაჭვეს თვით მრისხანება,თვით სიბოროტე,მეფე ფენრირი.ის ბურუსია,რომელიც სიცოცხლის ყვავილსაც აჭკნობს, ძალაა,რომელიც თავად ოდინსაც ეპაექრება.მასში არ ბუდობს სინათლე და არ ხარობს სიყვარული.ის ბნელში მოსავს კარგს და აცამტვერებს,რაც კი კეთილია შენს არსებაში.ის ეუფლება შენს ცნობიერს და გზას იკვალავს ქვეცნობიერში...- აღმზრდელმა წიგნი ფრთხილად გადაფურცლა.სანამ კითხვას განაგრძობდა,დაზაფრულ მოსწავლეებს თვალი გადაავლო და მათ გამომეტყველებაზე ჩაეღიმა.

- ხომ არ შეგეშინდათ?!- მიმართა მათ თბილად - ხომ იცით,რომ ფენრირი ვერასოდეს დააღწევს თავს საპყრობილეს?!ასე რომც მოხდეს,ჩვენ აქ ვართ,მუდამ დაგიცავთ...

- როგორ მოვერევით ქაოსის ღმერთს,რომელიც უზარმაზარ მგელს გავს? - იკითხა ერთ-ერთმა,თუმცა სანამ აღმზრდელი რაიმეს იტყოდა,საუბარში გუკი ჩაერთო, რომელიც ახლახანს შემოსულიყო კარავში.

- ის შეიძლება საზარელი მგელია,რომელშიც არაფერია რისხვისა და ბოროტების გარდა,თუმცა მას არ გააჩნია ყველაზე მთავარი რამ...სიყვარული.ის მხოლოდ განადგურებისათვის იბრძვის და არა რაიმეს დასაცავად.მისი მიზანი ჩვენს მიზანს ვერასოდეს გაუტოლდება,სწორედ ამიტომ,ჩვენ მას ყოველთვის დავამარცხებთ.ამას მე გპირდებით!

გუკი ომის ღვთაების,ტირისა და კორეელი არისტოკრატის შთამომავალი გახლდათ. ამბიციური ბუნებით გამორჩეული ნახევარღმერთი დედის გარდაცვალების შემდეგ,აღსაზრდელ ბანაკს თავისი ნებით შეუერთდა.მას ყოველთვის სურდა შური ეძია მამისათვის,რომელსაც ფენრირმა დატყვევებისას ხელი მოაჭამა.ბანაკში მისვლისთანავე დაიფიცა,რომ მხეცი ვერასოდეს იგემებდა თავისუფლებას.

ახალი ცხოვრების დაწყების შემდეგ გუკი მთელ დღეს ვარჯიშს უთმობდა,ხოლო საღამოობით ყოველთვის წითელი კამელიების ბაღში იჯდა.ხან ფიქრების მორევში იძირებოდა,ხანაც კითხულობდა.

ახლაც,რადგანაც ჯერ მზე არ ჩასულიყო,მშვილდ-ისარი მოემარჯვა და ტყისკენ დაიძრა.

ფიქრებით გართულს უეცრად განწირული ხმა შემოესმა.

-გუკ!...ჯონ გუკ! - ყვიროდა ის, ავისმომასწავებელი ტონით.

რა ხდება? - გაიფიქრა და სასწრაფოდ ხმისკენ დაიძრა.

ეს ევა იყო,ნაყოფიერების ქალღმერთის,სიფის შთამომავალი.

- რა ხდება ევა? ყველაფერი რიგზეა?!

- გუკ ის...ის თავისუფალია.ქაოსი კვლავ აბობოქრდა!ყველამ გაიგო!ოდინმა მებრძოლთა შეკრების ბრძანება გასცა,საქმე ცუდადაა.

იმ მომენტში გუკისათვის ყველაფერი გაჩერდა.მას აღარც აცახცახებული ევას ხმა ესმოდა;მხოლოდ საკუთარი გულის ცემის გაგონება შეეძლო...თუ როგორ მძიმედ ექაჩებოდა ყოველ ფეთქვაზე.

მოულოდნელად საზარელი ხმა გაისმა. ტყის ბინადარნიც საპირისპირო მხარეს გარბოდნენ.მძვინვარე ღრიალმა ელვასავით დასჭექა.

ეს იყო ნიშანი გარდაუვალი ომისა,რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტდა კაცობრიობის ბედს.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now