. განსაკუთრებული შთამომავალი.

33 9 0
                                    

ეზეკიელის წასვლიდან რამდენიმე საათი გასულიყო.დანარჩენები თავიან ბანაკებში ისვენებდნენ,რათა მომდევნო დავალებისთვის მომზადებულები ყოფილიყვნენ.

გუკმა რუტინას არც ამ საღამოს უღალატა.ის ბაღში იჯდა და კითხულობდა,თუმცა კონცენტრირება იმდენად უჭირდა,რომ წიგნი მალევე გვერდზე გადადო და ფიქრების დინებას დანებდა.

ის მასზე ფიქრობდა...ამაიას სახეს გონებიდან ვერ იგდებდა.მაგრამ კვლავ ვერ ხვდებოდა,რატომ.მისმა გონებამ ეს ყველაფერი იმ ფაქტს გადააბრალა,რომ ბანაკიდან გაქცევის შემდეგ მასზე ყველა ფიქრობდა და ეს მისთვისაც ბუნებრივი იყო.

ფიქრისგან დაღლილი და გაურკვეველი გრძნობით აღვსილი გუკი წამოდგა და ბაღიდან გასვლამდე ბუნებას მოავლო თვალი.

მოულოდნელად ხის ახლოს ნათება დაინახა.როდესაც მას კარგად დააკვირდა მკლავზე,სადაც რუნა ჰქონდა გამოსახული,ძლიერი და შემაწუხებელი წვა იგრძნო.

- ვინ ხარ? - მკაცრად დაიყვირა და ნათებას დაედევნა,რომელმაც გუკი თეთრი ბილიკებისაკენ წაიძღოლია.ნათებას მისთვის ხმა არ გაუცია,უბრალოდ გასასვლელ ჩანჩქერთან მივიდა და მასში გაუჩინარდა.

გუკი ამ ყველაფერს განცვიფრებული უყურებდა,მანამ სანამ ნათება ჩანჩქერს არ შეუერთდა.სწორედ ამ მიმენტში თითქოსდა პაზლი ერთმანეთს დაუკავშირა და მიხვდა საიდან შეიძლება თავი დაეღწია ამაიას.

ის ჩანჩქერს მიუახლოვდა და მისი თვალიერება დაიწყო,სანამ მასში უშიშრად შეაბიჯებდა.მას სიკვდილის შიშის ნატამალიც არ გააჩნდა.

ელფთა ტყეში ფართედ გახელილი თვალებით შეაბიჯა.ირგვლივ მიმოიხედა და ფრაგმენტებად გაახსენდა ბავშვობის მოგონებები.

გაახსენდა,რომ ხიდან დაცვენილი ფოთლები მას მთავარ ხესთან,ელფრიტასთან მიიყვანდა,რომელიც ელფებს რეინკარნაციაში ეხმარებოდა.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now