.აწმყოს პირისპირ.

29 9 0
                                    

პორტალში გადასვლისას ამაიამ გონება დაკარგა.გონზე მოსვლის შემდეგ კი ისეთი შეგრძნება დაეუფლა,რომ ძილის მორევში საუკუნოდ ყოფილიყო.

ირგვლივ სიბნელე გაბატონებულიყო.სიბნელეს სრული სიჩუმე აგვირგვინებდა,რომელიც სიჩუმე ამაიას საერთოდაც არ აღელვებბდა. პირიქით,ისედაც ქაოსში მყოფი გონებისათვის სასიამოვნოც იყო.

მან გაბედა და ნაბიჯი გადადგა.წყლის ხმის გაგონებისას ქვევით დაიხედა.შეეცადა დაენახა წყლის ოდენობა,თუმცა ვერ გამოარკვია.

გზა განაგრძო.ყოველი შემთხვევისთვის ნელი ნაბიჯებით მოძრაობდა, ამ ბნელ სიცარიელეში მხოლოდ წყლის ხმა ესმოდა,რომლის ექოც ყოცელ დაბიჯებაზე მატულობდა.

მალე რაღაც ნათება დაინახა,მბჟუტავი და მბზინავი ნათება.ნათება ჰაერად ქცეულ ოქროს გავდა;როდესაც მას მიუახლოვდა,გუკის ხანჯალი უბეში ჩაიდო და მოემზადა შეებიჯებინა ნათებაში,რომელიც ოქროსფრად მოელვარე კარი აღმოჩნდა.

მას ნელა შეეხო,თუმცა კარი არ იღებოდა.ის არც ძალდატანებით და არც ხანჯლის გამოყენებით გაიღო.სანამ სხვა გზაზე ფიქრობდა,კარზე წარწერა შეამჩნია:

"წარსული მოგონება,მომავლის პირობასავით გარდამავალია;
აწმყო სამარადისოდ შენს ხელთაა და ის წინ მიგიძღვება."

როდესაც მისი ამოკითხვა დაასრულა,კარი მაშინვე გაიღო და ამაიას გზა გაათავისუფლა.

ის კარში ზედმეტი ფიქრის გარეშე შევიდა და გზა დიდი ინტერესით განაგრძო.

წინ კიბე შემოხვდა.უზარმაზარი და უცნაური სანახავი.კიბის მარცხენა მხარეს მკვეთრად გამოკვეთილი გამოსახულებები ამაიას ისტორიებს ჩურჩულებდნენ.ეგონა შეიშალა და ეს ყველაფერი ელანდებოდა,თუმცა ისინი გარკვევით ყვებოდნენ ყველაფერს,რაც კი მან გამოიარა.

როდესაც მარჯვენა მოაჯირისაკენ გაიხედა ფერმკრთალი,ძნელად გამოსარჩევი სილუეტები შეამჩნია.ისინიც ბუტბუტებდნენ,თუმცა არც მათი დანახვა და არც გაგება შეეძლო.ისინი მომავლის მოგონებებს გავდნენ. 

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now