.ბნელი ტყე.

37 9 2
                                    

ორასი წლის წინ,როდესაც ფენრირის დატყვევება გადაწყვიტეს,კარგად იცოდნენ,რომ ამისათვის განსაკუთრებული ძალა იქნებოდა საჭირო.ღმერთებმა შეძლეს და სამყაროს ირგვლივ მოიპოვეს ექვსი აუცილებლი ელემენტი: კატის ნაბიჯები, მთების ფესვები, ქალის წვერი, თევზის სუნთქვა, დათვის პყესები ,ჩიტის ნერწყვი და მათ, ივალდის შვილების დახმარებით, შექმნეს უძლიერესი,ჯადოსნური ჯაჭვი,გლეიპნირი.

მას შემდეგ ეგონათ,რომ ფენრირი გლეიპნირისგან თავს ვეღარასოდეს დააღწევდა,თუმცა მწარედ შეცდნენ.

ერთი საუკუნით ადრე სანამ ფენრისი თავს დაიხსნიდა,ოდინის მსახურ ვალკირიას წინასწარმეტყველური ჩვენება ჰქონდა,რომელიც წერილად აქცია და საგულდაგულოდ გადამალა ზეციურ სასახლეში.სამწუხაროდ,თუ საბედნიეროდ მის შესახებ ხმები გავრცელდა,საუკუნეების მანძილზე წინასწარმეტყველების ხელში ჩაგდება ბევრმა ისურვა,თუმცა ეს მაინც ვერავინ შეძლო.

დიდი ხნის შემდეგ,როდესაც პირველყოფილი ნახევარღმერთები გამოჩნდნენ ,სასახლის საცავში პატარა ბიჭი შეიპარა,სწორედ იქ იყო შავად გახვეული წინასწარმეტყველება.ბიჭუნამ მისი მოხერხებულობითა და ცოტაოდენი გამართლებით შეძლო მისი ხელში ჩაგდება,თუმცა გამოსცდა თუ არა ის დერეფანს მამამისმა,ოდინის ერთგულმა შვილმა,გამოიჭირა.

-გუკ!რას აკეთებ!-დაიღრიალა,ისე,რომ პატარა ბიჭს ერთიანად დააჟრიალა.ტირი მასთან ახლოს მივიდა და წიგნი უკან დააბრუნა.უნდოდა გუკი დაესაჯა,მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.შვილის გადარჩენის დიდი მცდელობის მიუხედავად,სასახლის ჯალათებმა ტირის არცერთი სიტყვა დაიჯერეს.კანონებს კი ვერავინ შეეწინაარმდეგბოდა.რადგანაც გუკი ღმერთის შვილი იყო,სიცოცხლეს არ გამოასალმეს,თუმცა აწამეს და დაუნდობლად გაროზგეს.ეს ნაიარევი გუკს დღემდე ახსენებს ამ დღეს,როდესაც დაიფიცა,რომ წიგნს,ადრე თუ გვიან, ხელში მაინც ჩაიგდებდა.მას ეს მოხერხებულობა და ჯიუტობაც მამისგან გამოჰყვა.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now