.მრავალკუდა მხსნელი.

32 9 0
                                    

ბნელი ტყის შუაგულში,იქ,სადაც ნებისმიერი სულიერისათვის შებიჯება ავისმომასწავლებელია,დიდი ნადიმი და ცეკვა გამართულიყო.

უზარმაზარ კოცონს,რომელიც არარეალურს გავდა,გარშემო გრძელთმიანი ქალები სიმღერითა და ცეკვით დასტრიალებდნენ და წრიული მოძრაობებით სტუმართა მიმღებლობის საპატიო ტრადიციას აგრძელებდნენ.

ყოველ შემთხვევაში ამაიასთვის ყველაფერი ასე იყო.გარე სამყაროსგან მოშორებულს ყველაფერი დავიწყებოდა.მას არც ელინა,არც გუკი და არც საკუთარი სასოწარკვეთილი ცხოვრება ახსოვდა.

მის გონებაში ახლა მხოლოდ ის იღბეჭდებოდა,რასაც გარშემო უყურებდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქსოდა მათ მოაჯადოვეს.მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა,რომ ვერც ეწინააღმდეგებოდა...

ნადიმის შემდეგ ისინი ერთად შეიკრიბნენ და ისტორიების მოყოლა დაიწყეს.დრო სიცილსა და გართობაში გაატარეს, თუმცა ეს დროც ისე შეუმჩნევლად გადიოდა,რომ აქ განვლილი მთელი კვირა ამაიას გონებაში მხოლოდ დღეს უტოლდებოდა.

ამ დროის მანძილზე გუკის წამება არ წყდებოდა.რადგანაც მას რეგენერაციის კარგი უნარი გააჩნდა,ეზეკიელი მის საწამებელ ხერხებს უფრო მრავალფეროვანს ხდიდა.მალე ყველაფერი არა დასჯას,არამედ შინაგანი ეშმაკის კარნახს უფრო დაემსგავსა.

...

მთელი საღამო ამაიას ხმა სიცილის გარდა არაფრისთვის ამოუღია.მისთვის ეს უკვე ბუნებრივ იერს იღებდა და არც ეჭვები გასჩენია.

მის წინ მჯდომმა დახუნძლული მადისაღმძვრელად მუქი ყურძნის მტევანი მიაწოდა.

- ახლა ჩემი ჯერია! - წამოიყვირა ერთ-ერთმა,რომელსაც ლალისფერი თმა ამშვენებდა.მისი თვალები,რომელიც ბნელ ღამე მიუგავდა,სათითაოდ მოავლო ყველას და ისტორიის მოყოლა განაგრძნო.

- ერთხელაც,როდესაც სანადიროდ ვიყავი წასული,უცნაურ არსებას გადავაწყდი.დიდ ხანს ვსდიე,მეგონა ვეღარასდროს დავეწეოდი.ფარხმალი უნდა დამეყარა,თუმცა მოულოდნელად მისმა ნაბიჯებმა იმდენად შეუნელეს,რომ იმედი კვლავ მომეცა.ხელთავიდან დავედევნე,ის კი აღარსად ჩანდა.აქეთ-იქით განცვფირებული ვიხედებოდი, ვიფიქრე,იქნებ მომეჩვენა და ის დიდი ხნის გაქცეული იყო,თუმცა როდესაც რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ის ჩემს თვალწინ აღმოჩნდა.მოშორებით იდგა,რაღაც უცნაური არსება.არასოდეს მენახა ამდენი კუდი,თანაც თოვლივით თეთრი.მივხვდი,რომ ეს მელა იყო,მრავალკუდა თეთრი მელა.ბევრი ამბავი მსმენია მელას მთის შესახებ,რომ იქ მათი სულები სამუდამოდ იმკვიდრებსნ ბინას და გზა აბნეულებს ეხმარებიან ჭეშმარიტი გზის პოვნაში,თუმცა მისი რეალურად ნახვა ჩემთვის ზედმეტიც აღმოჩნდა.მის სილამაზეს ვმოვწყდი,არ მინდოდა დამეფრთხო.მის მერე იქ აღარ მინადირია.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now