წითელი მთვარე: რაგნაროკი

61 7 2
                                    


ალიონზე მზის სხივები ხელთვიდან იშვნენ დედამიწის ჰორიზონტზე.

ნახევარღმერთები მის დიდებულებას ისე გაჰყურებდნენ,თითქოსდა მათი ბილო განთიადი ყოფილიყოს.

იმედით სავსენი,მაინც შიშს შეეპყრო.წაგებისა და აღსასრულის დაუოკებელ შიშს,რომელიც მათ არსებაბაში არსებულ ღვთიურ ძალებსაც კი ადამიანურად წარმოაჩენდა.

ისინიც ხომ სამყაროს შვილები იყვნენ.მათი ბედისწერა კი ბრძოლა და ომი გახლდათ. თითოეული მზად იყო საბოლოოდ დაემარცხებინათ მტერი.ქაოსის ბობოქარი მეფე.

...

ეზეკიელს ამაია საკუთარ კარავში ჰყავდა,ის უგონოდ იწვა მის საწოლზე.
მშვიდი სახე ამშვენებდა,ვითომც დღეს მისი და სამყაროს ბედი ერთმანეთის გზებს არ გადაკვეთდნენ და არ შეეჭიდებოდნენ გადარჩენისთვის.

ეზეკიელი ამაიას წინა ღამიდან მოყოლებული თვალდაუხუჭავად დარაჯობდა.მოპირდაპირე მხარეს მჯდომი თვალს არ აშორებდა.

ის ყველა სოტუაციას წარმოუდგენდა,რაც კი შეიძლება დღეს ღამით მომხდარიყო.
თანაც ცდილობდა,რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება და მათი გადაჭრის გზა შეემუშავა.დრო ასე გაყავდა და დროც ფეხს უწყობდა მის დაუსრულებელ ლოდინს.

ეზეკიელი ამაიას ყოველ გამოძრავევაზე რეაგირებდა.თუმცა სოფიო ჯერ კიდევ არ იღვიძებდა. იფიქრებდი,რომ ამოუცნობი ძალა შეუჩნდა,რომელმაც მისი ცნობიერიც და ქვეცნობიერი საკუთარი მანიპულირების ქვეშ მოექცია.

ამაიას დარაჯობას არც ახლა წყვეტდა და მის ტუსაღებზე კი არცერთი წამით არ ჯავრობდა.

კარგად იცოდა,რომ არც არეზს,არც გუკს,მითუმეტეს ფენიქსს,ძალა არ ეყოფოდათ ახალი გეგმების შესამუშავებლად.თანაც ისინი რკინის საკნებში,კედელზე მიბმული ხელებით, ვერც ვერაფერს განახორციელებდნენ.

ეზეკიელესათვის ახლა მთავარი საზრუნავი მის წინ ისვენებდა.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now