.აღზევება.

37 11 0
                                    


ამდენი ხნის შემდეგ ტუსაღობისგან თავის დაღწევა და კიდევ ერთხელ აღზევება ფენრირისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა.ორას წლიანი ტყვეობის დროს მასში ბნელეთმა უსასრულო ფესვები გაიდგა, თითქოსდა ყოველი წამის გასვლისას მეტად იზრდებოდა და მით უფრო მუქდებოდა.
მისი შურისძიების წყურვილით გაჟღენთილი სული შელოცვაზე ძლიერი აღმოჩნდა.

ბართლომეს მთაზე,შებინდებისას საზარელი ყვირილი ისმის.განწირული ჰანგები ტყეს უჩინარი ჰაერივით ავსებს,შემდეგ კი,როდესაც ქაოსი მსხვერპლს საბოლოოდ შთანთქავს,ეს ხმაც უჩინარდება.

ფენრირი ძალების მოკრებას დიდხანს მოუნდა.მისი სხეული თითოეული მსხვერპლის ხარჯზე იმდენად დიადი ხდება,რომ ლამისაა მთლიანი სოფელი ერთიანად შთანთქოს.მაგრამ მას თამაში უყვარს.ნელი და მწველი.

მისი მუქი შინდისფერი თვალები,რომელიც ღამის აჩრდილებში მაგმასავით მწველად ანათებენ საკმარისია არა სხეულის,არამედ ადამიანის სულის გახრწნისთვის.

ეს ძალა მას ყოველთვის გააჩნდა.მისი მზერა ქვეცნობიერის იმ კუნჭულსაც კი ჩასწვდება და ჩაებღაუჭება,რომლის არსებობაც თავადაც არ გახსოვდა.მან იცის ყველა საიდუმლო,შიში,შფოთი, მღელვარება.იცის რა იწვევს შენი არსების განადგურებას და რა თქმა უნდა ის მანიპულირებს ამით.ერთ დროს ნახევარღმერთებმა მას,მისი ნიჭის გამო,რომელიც საშვალებას აძლევს ადამიანის წარმოსახვა დაამახინჯოს "ილუზიის ოსტატი" შეარქვეს.

ფენრირი მუდამ მარტოდ მუშაობდა.მიაჩნდა,რომ მეგობარი ან ნებისმიერი სახის კომპანიონი ზედმეტი საზრუნავი იყო და მეტი არაფერი.ის ახლაც მარტოდ იყო,ტყის მიდამოებში შემდეგ მსხვერპლს დაეძებდა, იქნებოდა ეს ცხოველი თუ ადამიანი.

მისი რევანშით სავსე თვალები თითოეულ მწარე დაღრინებასთან ერთად ზიზღით ანათებდნენ.

...

სანამ ცაზე მთვარე გამოჩნდება,სავარჯიშოდ წასული ნახევარღმერთები თავიანთ კარვებს დაუბრუნდნენ.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now