მზის სხივებმა გათენება მაუწყეს. თვალები ნელა გავახილე, რამდენჯერმე დავახამხამე და ღიმილით წამოვდექი. კიდევ ერთი ბედნიერი დღე. დღეს კიდევ ერთი ლამაზი გოგონა შეემატება ჩემი მსხვერპლების სიას, ან შეიძლება ეს იღბლიანი ბიჭიც აღმოჩნდეს...
შავ მოკლემკლავიან მაისურზე შავი ქურთუკი მოვიცვი, დანა ჯიბეში ჩავიდე და სახლიდან გავედი. თან ტელეფონი ავიღე და ნომრის აკრეფა დავიწყე. დავრეკე თუ არა მაშინვე მიპასუხა.
-მომენატრე,-ჩურჩულით მითხრა და თვალწინ დამიდგა მისი აწითლებული, მომღიმარი სახე. ჩამეცინა. ძალიან სულელია.
-შევხვდეთ?-მეც ღიმილით ვიკითხე. ისე, თითქოს ძალიან მიყვარდა და ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა.
-რა თქმა უნდა!-ბედნიერმა შეჰყვირა.
-დაგელოდები,-თბილად ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში ჩავიდე. ერთი ხელი თმაში შევიცურე და უკან გადავწიე. მერე კი ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და ასე გავაგრძელე გზა.-როგორ ხარ, სქაი,-ხელები წელზე მოვხვიე და კისერში კოცნით დავაჯილდოვე.
არაფერი უპასუხია, უბრალოდ ძლიერად ჩამეხუტა.
წამით სინანულმა შემიბყრო. თექვსმეტი წლის გოგონა უნდა მოვკლა. კარგი იქნებოდა მისნაირი და რომ მყოლოდა. ალბათ აეაგერს დავუშავებდი, დავიცავდი...
-გავისეირნოთ,-ვთქვი როცა მომშორდა. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. ხელი წელზე მოვხვიე და გზას გავუყევი. ის კი ყოველ ნაბიჯს ჩემნაირად ადგავდა.
დასანანია ასეთი ადამიანის სიკვდილი...
გზები ნელ-ნელა დავიწროვდა. სინათლეც ვეღარ აღწევდა მაღალ შენობებს შორის.
სქაილენი ერთ-ერთი შენობის კედელთან მივიყვანე. ის კედელს ეყრდნობოდა, მე კი მის წინ ვიდექი.
მალე ჩემი სახე მისას მივუახლოვე და მის ტუჩებს ნელა შევეხე. მოვშორდი და მის მომღიმარ სახეს შევხედე.
-კიდევ მინდა,-დაიჩურჩულა, მე კი ამ სიტყვებზე ჩამეცინა.
ტუჩის კუთხეში ვაკოცე, მერე კი ნელა დავუწყე კოცნა. თან ხელი ჯიბეში ჩავიცურე დანის ამოსაღებად. დანა გავშალე, კოცნა შევწყვიტე და მაშინვე ყელზე მივაბჯინე.
-ზეინ...-გოგომ დაიჩურჩულა და გაფართოებული თვალებით შემომხედა. მე კი ისევ გამეცინა.
-ზეინ, რას აკეთებ,-ხმა გაებზარა.
-ჩუმად იყავი. ყველაფერი მალე დასრულდება,-კიდევ ერთხელ ვაკოცე. მერე კი დანის წვერი ნელა გადავატარე ტუჩს ქვემოთ. ტკივილისგან დაიკვნესა. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. ეს ყველაზე კარგი მომენტი იყო-გენახა როგორ სტკიოდა მსხვერპლს.
გაჭრილ ადგილზე ენა გადავატარე. სქაის სახეზე ცრემლების მდინარეები სდიოდა. მე კი სიამოვნების პიკზე ვიყავი.
-მშვიდობით, პატარავ,-ღიმილით ვთქვი და დანა ყელში გამოვუსვი.
ბლანტმა, წითელმა სითხემ გამოჟონა ჭრილობიდან.
მისი უსულო სხეული ჩემს ფეხებთან დავარდა. მის გვერდით ჩავიმუხლე. სახიდან თმა გადავუწიე და კიდევ ერთხელ, უკვე უკანასკნელად შევხედე მის სახეს. სქელ, წითელ ტუჩებს და ლამაზ თვალ-წარბს. მერე მისი ტელეფონი ავიღე და ჩემი ნომერი წავშალე. ხელსახოცით გავწმინდე ჯერ ტელეფონი. მერე სისხლიანი დანა. წითელი ხელსახოცი ჯიბეში ჩავიდე. სქაის კიდევ ერთხელ ვაკოცე, უკვე შუბლზე. მერე კი იქაურობას მოვშორდი.
სახლში მისულმა ტელევიზორი ჩავრთე, ბარიდან ალკოჰოლის ბოთლი გადმოვიღე და ჭიქაში დავასხი.
~თექვსმეტი წლის სქაილენ უითნესი მოკლეს. გოგონას მიყენებული აქვს ორი ჭრილობა ცივი იარაღით. თვითმხილველები არ არიან. დამნაშავის ვინაობა უცნობია...~
დაბალ ხმაზე ისმოდა ჟურნალისტის ხმა. როგორ ღელავდა. როგორ შესტკიოდა გული პატარა, უცოდველ გოგონაზე, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო რა იყო ცხოვრება. მადლობელიც უნდა იყოს სქაი. მე ხომ ცხოვრების ტანჯვა ავარიდე.
ჩემს წინ დადებული ბლოკნოტი გადავშალე და შავი კალმით დავწერე "28. სქაილენ უითნესი".
კმაყოფილმა ჩავიღიმე, ჭიქა ხელში ავიღე და ნელა მოვსვი. თან დიდ ეკრანს თვალს არ ვაშორებდი.
ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდგი. მერე კი დივნისკენ წავედი. ჩამოვჯექი, ხელი ჯიბეში ჩავიცურე და დანა ამოვიღე. გავწმინდე, თუმცა მაინც ეტყობოდა სისხლის წითელი წვეთები. მისი სახე თვალწინ დამიდგა. როგორი სუსტი და დაუცველი იყო... წამით სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. თუმცა ეს არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი...
სიმართლე რომ ვთქვა, თითქმის ყველა მოვკალი, ვისაც ვიცნობდი.
არა, გიჟი არ ვარ. არ ვუცი მომავალში რა შეიცვლება, მაგრამ ახლა გიჟი არ ვარ... უბრალოდ მსიამოვნებს ეს...
YOU ARE READING
Not Today (Completed)
Fanfiction"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...