უცნაურია, როცა მტერს ვერ შორდები. როცა ხვდები, რომ ის განადგურებს, ცხოვრებას გინგრევს, გინებას გირევს და მაინც... მაინც ვერ შორდები...
ასე იყო ამელიც. ვერ ბედავდა წასვლას. ან რა უნდა ექნა? იცოდა, რომ მეგობარი მისი ყველაზე დიდი მტერი იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა ვინ იყო მისი მეგობარი და ვინ უცხო... ზოგჯერ იჯდა ფანჯრის რაფაზე და ეზოს გადაჰყურებდა, თან ფიქრობდა, იქნებ ის მეგობარი ლუი იყო?
მეგობარი, რომელმაც დატოვა... იქნებ მართლა არ უნდოდა ზეინს მისი მოკვლა? მაგრამ ასე მოხდა და ლუი დანებდა. არ იბრძოლა. პირდებოდა ამელს, გადაგარჩენო, დაგეხმარებიო, სულ შენ გვერდით ვიქნებიო, მაგრამ არ იბრძოლა... საკუთარი თავისთვის არ იბრძოლა...და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის, ზეინის დანახვაზე გული უჩქარდებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა, მისგან არ მიდიოდა.
არ გადიოდა ოთახიდან. ზეინი აკითხავდა ოთახში და მიუხედავას იმისა, რომ არასდროს უყურებდა, ყოველთვის გრძნობდა... იცოდა, რა ხდებოდა ზეინის გონებაში. დაახლოებით იცოდა... ასე ფიქრობდა...ზეინს კი მართლა სტკიოდა. ვერ ხვდებოდა ეს რა იყო, გული თუ რამე სხვა... მაგრამ გრძნობდა, რომ კარგავდა და სტკიოდა...
ყოველ დილით, მის ოთახში შესული ხედავდა მის ცრემლიან სახეს. ვერ ხვდებოდა ეს ლუის დაკარგვისგან იყო გამოწვეული თუ ზედეტი ემოციებისგან...მისი იგნორი ისე ასუსტებდა, როგორც არავინ არასდროს... არ ჭამდა მის მიტანილს და მისი სუსტი სხეული უფრო და უფრო უძლური ხდებოდა.
არ აკავებდა. აღარ აპირებდა იმ პირობის შესრულებას, რომელიც უკვე დაარღვია... ყოველ ღამეს სმაში ატარებდა, დილას კი ოთახში იჯდა. არავინ იცოდა რას აკეთებდა, მხოლოდ მან იცოდა, რომ თავისი დღიურის ძველ, მოყვითალო ფურცლებზე ლამაზ ასოებს ხატავდა...
მუდამ უმეორებდა საკუთარ თავს, რომ ყოველთვის არსებობს საზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო და თუ ამ წესს დაარღვევ, მომავლის გამოსწორებაც უნდა შეძლო.
მას კი არ შეეძლო... უბრალოდ არ შეეძლო შეეცვალა ის, რაც ხდებოდა მის გარშემო.

ESTÁS LEYENDO
Not Today (Completed)
Fanfic"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...