კიბის ბოლოში იყო. ცოტაც და კარს გააღებდა, სახლში შევიდოდა და ყველაფერს თავიდან დაიწყებდა. თუმცა ეს ხომ სავარჯიშო მოედანი არ იყო? ეს ცხოვრებაა და ცხოვრებაში ძნელია რამის გამოსწორება. ძნელი ან შეუძლებელი...
-მალიკ, მას ასე დატოვებ?-ბიჭის დამცინავმა სიცილმა გააშეშა. სახელურისკენ წაღებული აკანკალებული ხელი ძირს დასწია, თითქოს დის სლუკუნმა და 'დიდი ბიჭების' სიტყვებმა მასზე იმოქმედეს.
-ვერაფერს დაუშავებ,-წარბშეკრულმა თქვა, თუმცა ალბათ ყველა ხვდებოდა, რომ ამას თავის დასამშვიდებლად უფრო ამბობდა, საკუთარ თავში კი საერთოდ არ იყო დარწმუნებული.
მშიშარა იყო.
იმდენად მშიშარა, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად მგლებს თავისი და მიუგდო.
მაღალ, ჟღალთმიან ბიჭს პატარა გოგონა თმებით ჰყავდა დაჭერილი და შიშველ ყელზე დანას აბჯენდა.
-მალიკ, მოვკლავ,-ბიჭმა გაიღიმა და გარშემო მდგარ მეგობრებს გადახედა,-ხომ იცი, ამას გავაკეთებ!
-რა გინდა?!-ზეინს ხმაში სიცივე შეეპარა, თითქოს შიშს ებრძოდა და ცოტა, სულ ცოტა დრო რომ ჰქონოდა დაამარცხებდა კიდეც, მაგრამ დრო ისე სწრაფად მირბოდა და ისე დაუნდობლად იტოვებდა ყველაფერს უკან...
-ჩემი ფული, მალიკ!-წითურმა ისე ჩაიღიმა, ზეინს შიშის ახალმა ტალღამ გადაუარა.
-შენი არაფერი მმართებს, ჩემი და გაუშვით!-ზეინმა ხმას აუწია და ამას გოგონას წამოკივლებაც მოჰყვა. გოგოს სახე ცრწმლებს დაესველებინათ, ყელზე კი პატარა წითელი წვეთები გაჩენილიყო.
ზეინმა ხელები მომუშტა და მათკენ წაიწია. არაფერი ჰქონდა, არაფერი შეეძლო, მაგრამ ვერ უყურებდა შვიდი წლის გოგოს, მის დას როგორ აყენებდნენ ზიანს.
-ლუკ, გაუშვი, კარგი?-ზეინს ცრემლები მოეძალა. მხოლოდ თორმეტის იყო და ალბათ ამასაც დააბრალებდა მომავალში მომხდარს...-გაუშვი, მან რა დაგიშავა? მე მოგიტან ფულს,-ხმაც აუკანკალდა,-რამდენსაც გინდა მოგიტან... ლუკ, გთხოვ, გაუშვი ის...-შავ წამწამებზე პატარა მარგალიტივით გადმოგორდა ცრემლი. ლაპარაკს აგრძელებდა, თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა, გარშემო კი ის რამდენიმე ბიჭი ეხვეოდა, ლუკის გვერდით რომ იდგნენ მანამდე.
-ზეინ, მიშველე!-მხოლოდ ესღა იყვირა გოგონამ, მერე ოდნავ შეირხა, მერე აფართხალდა. მისი კივილი მთელ ქუჩაში ექოსავით გავრცელდა, მაგრამ არავინ ჩანდა...
-რას აკეთებ, გაჩერდი!-ლუკიც შეშინდა თითქოს და...
ზეინმა ერთხელ იყვირა, ფრთხილადო, მერე იგრძნო ბიჭებმა, აქამდე რომ იჭერდნენ, გაუშვეს. ბალახით დაფარულ მიწაზე მუხლებით დაეშვა. ყველა განზე გადგა. მხოლოდ ზეინი და ჯესი დარჩნენ ადგილზე. და მათგან მხოლოდ ერთი სუნთქავდა...
YOU ARE READING
Not Today (Completed)
Fanfiction"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...