თავი 16

456 42 2
                                    

აღარ უნდოდა მოეკლა.
აღარ უნდოდა ესუნთქა.
აღარ უნდოდა ეცოცხლა.
სძულდა ყველაფერი და განსაკუთრებით საკუთარი თავი.

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის განადგურება და ზეინიც ამას აკეთებდა. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ადამიანებიც ტყდებიან. ოდესმე ყველაზე ამაყ, ცინიკოს და ცივ ადამიანსაც დასჭირდება სითბო.

ხმაგამტყდარმა დაურეკა ლიამს და სთხოვა, მოდიო. ჯერ კიდევ მასზე გაბრაზებული ლიამი რამდენიმე წუთში გაჩნდა მის გვერდით. ეგონა წლები უკან დაბრუნდნენ, ეგონა ის ბავშვები იყვნენ, ის უცოდველი, პატარა არსებები დიდი ოცნებებით... ნასვამი ზეინის დანახვისას ამოიხვნეშა, გვერდით მიუჯდა და ლუდის ქილა გამოართვა.
-ზედმეტი მოგდის, ძმაო...-ჩუმად თავა და ქილა მაგიდაზე დადო.
-მაშიმაც გეთქვა ეგ, ლიამ...
-როდის, მაშინ?
-სამი კვირის წინ, როცა წახვედი...
-როცა გამაგდე,-ლიამმა შეუსწორა და ზეინიც რამდენიმე წამით გაჩერდა.
-ლიამ, ცუდად ვიყავი... დახმარება მჭირდებოდა...
-ხოდა დაგეხმარე,-ზეინის მძიმე ხმა ლიამის თბილმა ტონმა შეცვალა. მერე ორივეს გაეღიმა და ლიამმა უფროსს ხელი გადახვია.
-ყველაფერს ვაფუჭებ,-ამოიკვნესა ლიამის მხარქვეშ.
-მართალი ხარ,-უმცროსმა თქმა თუ არა იგრძნო როგორ აუთრთოლდა მკერდი ზეინს...

უთხრა, დაბრუნდებაო, თვითონ მოვაო.
არა, იმედი არ ჰქონია. პირიქით, ფიქრობდა, რომ ამელი სამუდამოდ დაიკარგა იმ უამრავ ადამიანს შორის, რომელიც დედამიწაზე დადის. მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ დახმარება სჭირდებოდა, უთხრა დაბრუნდებაო და ზეინმაც დაიჯერა.
გადიოდა დღეები, ზეინი უბრუნდებოდა ძველ ცხოვრებას: კლავდა, დღის ბოლოს 'კრიმინალთა ელიტას' უერთდებოდა მიტოვებულ ოთახებში და გამთენიისას მზეს ქუჩაში ხვდებოდა. და მაინც, ყოველთვის, სახლში მისვლისას შედიოდა იმ ოთახში, რომელსაც სულ რამდენიმე დღით ეწოდებოდა "ამელის ოთახი". შედიოდა და დგებოდა ფანჯარასთან. რაფაზე ხელებდაყრდნობილს ახსენდებოდა შოკოლადის გოგონა როგორ იდგა იქ, მერე კი გრძნობდა, რომ ოთხ კედელს ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა ამელის სურნელი.
ენატრებოდა?
არა.
სჭირდებოდა?
არა.
არა, უბრალოდ... ამელმა ზეინის ცხოვრებაში შეცვალა რაღაც... რაღაც, რასაც ვერ აღწერდა ზეინი, ვერც ლიამი ეხმარებოდა ამაში... მერე რაფაზე ჩამომჯდარი თავის ბლოკნოტს იღებდა და ისე, რომ 'მსხვერპლთა სიას' არ დახედავდა, უკან, ბოლო ფირცლებზე გადაშლიდა. გადაშლიდა და წერდა. იმას წერდა, რასაც ფიქრობდა და ეგონა მხოლოდ ამ ფირცლებს ესმოდათ მისი.

Not Today (Completed)Where stories live. Discover now