თავი 12

671 43 5
                                    

თავს იმდენად უცნაურად გრძნონდა, ეგონა, რომ ლიამის სული ჩაუსახლდა. ამელის ოთახის კართან იდგა და გაღებას ვერ ბედავდა. ან როდის გახდა ეს ამელის ოთახი?!
ზენს თვალწინ ის ამელი დაუდგა, თავის სახლში რომ მივიდა და შუახნის მამაკაცს ძლივს გადაურჩა, მერე კი, დაჭრილი ამელი, რომელიც გაქცევას ცდილობს...
გაეღიმა. საკუთარი თავით კმაყოფილს თუ ამელით მოხიბლულს... გაეღიმა. მოსწონდა გოგონას სიმტკიცე.

კარი გააღო და დაუკითხავად შევიდა.
ამელის საწოლთან დადგა ისე, რომ გოგოს მისი დანახვა შეეძლო. თვალებდახუჭულს, მშვიდად რომ სუნთქავდა, ასევე მშვიდად უთხრა:
-ვიცი, გღვიძავს.

გოგო არ განძრეულა, თუმცა, ალბათ, დახუჭული თვალებითაც ხედავდა როგორ იცვლიდა ზეინის სქელი ტუჩები ფორმას.
-ამელ, საქმე მაქვს,-სერიოზული ხმით თქვა. ამელმა ამ ხმაშიბიმხელა სიღრმე იგრძნო, იმხელა სითბო და სიუხეშე ერთდროულად...
-კარგი, მაინც ვიტყვი, შემომხედავ თუ არა... ვიცი, მისმენ,-მშვიდი ტონით თქვა და ამელმა იგრძნო, რომ ადგილი შეიცვალა.
ზეინი ახლა ფანჯრის რაფას მიყუდებული ლაპარაკობდა.
-შენს აქ ყოფნას რაღაც მიზეზი აქვს... იცი, არ ვიცი ეს გაინტერესებს თუ არა, მოგწონს თუ არა... შენი ცხოვრება შეიცვალა. იმ წუთიდან შეიცვალა, როცა პირველად შემხვდი, როცა შენ გამო ვიღაც დავჭერი... რომ იცოდე, რამდენი რამ შემეშალა... შემეშალა შენ გამო და რა თქმა უნდა, ამას არ გაპატიებ... ვერ გაპატიებ,-ჩაიცინა და ამელს მიუახლოვდა,-კარგი მსახიობი ხარ, ამელ,-თბილად თქვა და ეს არ იყო მოჩვენებითი სითბო, ამელმა ესეც შეამჩნია.
-უნდა წავიდე. ლიამიც არ იქნება აქ და... იმედია აქ დამხვდები, არ მინდა შენ გამო საქმე გამირთულდეს,-ახლა რაღაც შეიცვალა. ისეთი უემოციო გახდა, როგორიც ყოველთვის იყო და ოთახიც ისე დატოვა, არ შეუმჩვენია როგორ აუჩქარდა ამელს გული. ის წავიდა, ამელი კი აკანკალებული ხელებით თეთრ ზეწარს ბღუჯავდა, გრძნობდა, რაღაც მართლა შეიცვალა და ეშინოდა, რომ ცუდი ცხოვრება მალე უფრო ცუდი გახდებოდა...

Not Today (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora