არავინ ელოდა, რომ ზეინი ამელს დაურეკავდა. აკანკალებულმა ამელმა კი უფროსს ვერ უთხრა შეხვედრაზე უარი. ან რა აზრი ჰქონდა? ზეინი თავს არ დაანებებდა. გოგო კი ხვდებოდა, რომ ზეინი მას მიაგნებდა და იქ მისულს ცოცხალს აღარ გაუშვებდნენ...
-კარგი ვინმეა, ეგ შენი ზეინი,-დაცინვით თქვა იუჯინმა. ზემოდან დაჰყურებდა საწოლზე მჯდარ შეშინებულ გოგოს.
ათას რამეზე ფიქრობდა ერთდროულად და განსაკუთრებით იმაზე ნერვიულობდა, თუ რას მოიფიქრებდა იუჯინი.
აწყლიანებული თვალებით ახედა ბიჭს.
-რას აპირებ?-აკანკალებული ხმით იკითხა.
იუჯინი დაიხარა, ამელს მიუახლოვდა. გოგონა უდნავ უკან გადაიწია და იუჯინმაც მაშინვე ჩასჭიდა ხელი მხარზე.
მუხლებით საწოლს ეყრდნობოდა, ცხვირს კი ამელისას ახებდა. მისი ცხელი სუნთქვა ამელის მუქ კანზე იბნეოდა და გულს უჩქარებდა გოგოს.ნაზად შეეხო ამელის სქელ ტუჩებს. გოგონამ ამოიკვნესა და იუჯინმაც სიცილით ჰკრა ხელი.
-წახვალ, შეხვდები,-მას მოშორდა, კარისკენ წავიდა, გამოაღო და გასვლამდე გაჩერდა,-ჩემთა, ერთად.ეს ბოლო სიტყვები იყო. ამის მერე მხოლოდ კარის მიჯახუნების და ტირილის ხმა... უნდოდა ზეინი გაეფრთხილებინა. არ იცნობდა? ჰჰ, ვინ იცის... იქნებ იცნობს კიდეც... რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ, არ უნდა, რომ რამე დაუშავდეს. არ უნდა, რომ მისი შავი თმიდან ერთი ღერი ჩამოვარდეს და ბინძურ მიწაზე დაეცეს... არ უნდა ამის მოზეზი თვითონ იყოს...
სავარძელზე, რომელზეც ხშირად ისხდნენ ამელი და ლუი, ახლა იუჯინი იჯდა ლუისთან და ნაილთან ერთად.
ოთახში შესულმა მაშინვე იგრძნო თანაგრძნობით სავსე ორი წყვილი თვალი. ლუის ცისფერ თვალებში იმხელა ტკივილი იკითხებოდა... თუმცა არა ფიზიკური, არამედ სულიერი... ტკივილი, რომლის მიზეზიც ამელი იყო.
ნაილის ზღვისფერი თვალები კი ტალღებივით აიმღვრნენ, თითქოს ასე სთხოვდნენ საწყალ გოგოს პატიებას...-რა ხდება?-"უდარდელი" ხმით იკითხა ამელმა. ამას კი სიჩუმე მოჰყვა. სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ იუჯინის სიცილი არღვევდა, დანარჩენების დუმილი კი უფრო შემზარავს ხდიდა.
-იუჯინ, მათ წამოყვანასაც ფიქრობ?-წარბშეკრულმა დაიჩურჩულა,-არ მეგონა თუ ასე დაეცი, იუჯინ...
YOU ARE READING
Not Today (Completed)
Fanfiction"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...