თავი 8

723 44 3
                                    


-ზეინ!-ამელმა იყვირა და სცადა ქერათმიანის ხელი მოეშორებინა, თუმცა უშედეგოდ...

გატეხილი შუბლიდან სისხლი სდიოდა. თვალები დაეხუჭა და სქელ ტუჩებსაც აღარ ამოძრავებდა.

-ნაილ, გამიშვი, გთხოვ...-ამელმა აცრემლებული თვალები ბიჭს მიაპყრო,-ნაილ, მოკვდება...
-ამელ, გეყოფა!-ნაილმა რკინის კეტი კიბეებზე დააგდო, თვითონ კი გოგონას ორივე ხელით ჩაეჭიდა.

ისე მიათრევდა კიბეებზე, უკან არ იყურებოდა. ნაილი სხვებისგან განსხვავდებოდა. იუჯინს მხოლოდ თავის გადასარჩენად ემორჩილებოდა... მისი ნება რომ იყოს ახლა ამელს დაეხმარებოდა ზეინის მოვლაში, თუმცა ეს შეუძლებელია და ამაში ორივე დარწმუნებულია.

სადარბაზოს კართან გაჩერდნენ. ნაილმა ჯერ გარეთ გაიხედა და დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდათ, მერე კი მტირალ ამელს მიუბრუნდა. თითები ნაზად გადაატარა ცრემლებისგან დასველებულ ლოყაზე.
-მაპატიე, კარგი?-ჩუმად იკითხა. ამელმა თავი გააქნია, მისი ხელი მოიშორა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
-ამელ...
მიახლოვება სცადა, თუმცა გოგონამ ხელი კრა.
-არ მომეკარო!-ზიზღით თქვა, მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედა მის ზღვისფერ თვალებს. რა ლამაზია... თითქოს მართლა ზღვაა, ტალღები მუდამ რომ ღელავენ თუმცა არავის აშავებენ.
ნაილს გვერდი აუარა და შენობიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. იცოდა რაც ელოდა. იცოდა, თუმცა არ ჩერდებოდა. თვალწინ სისხლიანი ზეინი ედგა და ფიქრებითაც მასთან იყო, ფიზიკურად კი უახლოვდებოდა შავ მანქანას, სიკვდილივით რომ ელოდა დაუცველ გოგონას.

მანქანასთან გაჩერდა.
კარი გაიღო და ამელის სიმაღლის ბიჭი გადმოვიდა. წარბები შეეკრა, ხელები მოემუშტა, წვრილ თვალებში კი ზიზღი დაბუდებოდა.
-იუჯინ...-ამელმა დაიჩურჩულა, იუჯინმა კი ჩაიცინა. გოგოს ხელი მკლავში ნაზად ჩაკიდა და თავისკენ მიიზიდა. ამელი მოეშვა, დასრულდაო იფიქრა. ეგონა აღარაფერს დაუშავებდა. ეგონა გამოსწორდა სისხლისმსმელი მხეცი, თუმცა, შეცდა.
იუჯინმა ხელი,კრა და მანქანას მიანარცხა. თავი დაბურულ სარკეს დაარტყა, თუმცა არაფერი ქნა, უბრალოდ, გასწორდა და იუჯინს შეხედა. მალევე ინანა... იუჯინის ძლიერი ხელი სახეზე შეეხო, ლოყა აუხურდა, ფანჯარაში კი საკუთარი ანარეკლის დანახვისას უზარმაზარი წითელი ლაქაც შენიშნა.
-როგორ შეგიძლია...
-მასთან იყავი, არა?!-იყვირა. როგორც ყოველთვის, არავის მორიდებია, არაფერზე დაფიქრებულა.
-იუჯინ...-გოგონამ დაიწყო, თუმცა კიდევ ერთმა დარტყმამ გაჩუმება აიძულა. ტუჩზე ხელი მოისვა, მერე კი დაინახა, რომ თხელი თითები სისხლით შეეღება.
თავში ძლიერმა ტკივილმა დაუარა და თვალთ დაუბნელდა.
-ძუკნა ხარ, ამელ! არ ხარ იმის ღირსი, რასაც გიკეთებ!-ხელი თმაში წაავლო და აიძულა ფანჯარაში საკუთარი ანარეკლისთვის შეეხედა,-ხედავ? ანგელოზის სახის უკან ეშმაკს მალავ! ეშმაკს, რომელსაც ეშინია და საკუთარი თავის გადასარჩენად ყველას ცეცხლში დასაწვავად მზადაა!

Not Today (Completed)Onde histórias criam vida. Descubra agora