-ჰეი!-დავუძახე, რომ გაჩერებულიყო. გაუკვირდა ამ დროს ვიღაცის ხმის გაგონება. ჩერდება და აქეთ-იქით იყურება. ხმის პატრონს ეძებს. ნეტავ თუ ვახსოვარ? თითქოს გუშინ ვნახე, უფრო ზუსტად კი რამდენიმე საათის წინ, თუმცა ამელი ალბათ საკმაოდ დიდ დროს ატარებს ქუჩაში. ასეთ დროს კი გუშინდელ შემთხვევასაც მალევე გადაივიწყებდა.
-შენ?-დაბნეულმა იკითხა როცა მე დამინახა. როგორც ჩანს შევცდი.
თავი დავუქნიე და ღიმილით მივუახლოვდი. მელანმა მზერა ამარიდა და ფანჯარას ახედა, თითქოს ეშინოდა, რომ იქიდან ვინმე დაინახავდა.
-აქ რა გინდა?-ჩურჩულით დაიწყო.
-აჰჰ,-ამოვიხვნეშე, დამწვარი სიგარეტის ნარჩენი ძირს დავაგდე და ფეხსაცმლით გავსრისე, რომ ჩამქრალიყო, მერე კი ამელს შევხედე,-ვსეირნობდი და შენ დაგინახე...-მხრები ავიჩეჩე. მოვიტყუე. რა თქმა უნდა, ტყუილი ჩემთვის უკვე ძალიან ახლო მეგობარია. დღე არ გავა ისე, რომ დახმარებისთვის მას არ მივმართო. თუმცაღა, შეიძლება გასაჭირში ის ჩემს ერთადერთ იმედადაც ჩაითვალოს.
-სეირნობდი...-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ, თხელი თითები მოკლე შორტის ჯიბეში ჩააცურა და ტელეფონი ამოიღო. ეკრანს გაკვირვებულმა შეხედა, თითქოს რაღაცაში დარწმუნდა, მერე კი ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩააბრუნა.
-ექვსი საათია,-თქვა და სიარული დაიწყო.
-მერე?-მეც მას მივყევი. ნაბიჯებს ნელ-ნელა აჩქარებდა. წინ მიდიოდა და მე არ მიყურებდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ პასუხზე ფიქრობდა. ყველაფერი სწორად უნდა ეთქვა. შეიძლება უმნიშვნელო თემაზე ვსაუბრობდით, თუ ამას საუბარს დავარქმევთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ყველაფრის აწონ-დაწონვა.
-გინდა თქვა, რომ დიდი ხნის სეირნობის შემდეგ, გამთენიისას, დილის ექვს საათზე აქ აღმოჩნდი?-გაჩერდა. მეც გავჩერდი. ის ჩემკენ მობრუნდა და შემავჩნიე როგორ შემათვალიერა. წამებში გამომიკვლია და ახლა ჩემს თვალებს დააცქერდა პასუხის მოლოდინში. მე კი მის თვალებს ვუყურებდი, სადაც სიცოცხლის უამრავი ნაპერწკალი ერთმანეთს უცვლიდა ადგილს. მალე მომეცემა საშუალება ეს ნაპერწკლები ჩავაქრო. ვერ ვითმენ. მინდა ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთო.
არა. ზეინ, მოთმინება იქონიე. ასე ყველაფერს გააფუჭებ...
-სხვა მიზეზი უნდა არსებობდეს?-სერიოზული ხმით ვიკითხე. ახლა ვეღარაფერს მეტყოდა. ამაში დარწმუნებული ვიყავი. ტონი რომ არ შემეცვალა შეიძლება შემწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა...
ზურგი მაქცია და გზა განაგრძო. მე ადგილზე ვიდექი და მას ვადევნებდი თვალს. რამდენიმე წამში გაჩერდა და გამომხედა.
-არ მოდიხარ?-მობეზრებულმა იკითხა. მე თავი დავუქნიე და გავყევი.
-ვის გაურბიხარ?-თავი ვერ შევიკავე და "ინტერესით" ვიკითხე, როგორც კი გვერდით ამოვუდექი. ნაბიჯი შეანელა. გამომხედა და ჩაიღიმა. ასე მგონია ეს ღიმილი ჩემთვის ნაცნობია. ჩემს პატარა დას მაგონებს. ისიც ზუსტად ასე მიღიმოდა როცა რაღაცას მალავდა. რა მოხდებოდა არაფერი რომ არ შემეცვალა? ალბათ ახლაც მათთან ერთად ვიქნებოდი, და ხალხის მოკვლით სიამოვნების მიღების მაგივრად დროს მათ დაცვაში დავხარჯავდი.
-რა გქვია?-თვალებმოჭუტულმა იკითხა, თან ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. მისი მაისური მარცხენა მხარს ოდნავ ჩამოსცდა. იმ წამსვე შევამჩნიე ლავიწთან შავი ასოებით ამოტვიფრული "MOM".
-ზეინი,-დაუფიქრებლად ვუპასუხე, თან კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მის ტატუს.
-ზეინ, რატომ დამყვები?-მანაც მოურიდებლად იკითხა და ახლა ხელები გადაიჯვარედინა. ზედმეტად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. ეს კიდევ უფრო მიმტკიცებს ჩემს ფიქრებს-ასაკით პატარაა. სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა. -რატომ ფიქრობ რომ დაგყვები?-თითქოს გაკვირვებულმა ვიკითხე. არაფერი უპასუხია. რამდენიმეწუთიან სიჩუმეს მხოლოდ ჩემი წვრილი ჯაჭვის ხმა არღვევდა.
მელანმა ხელი შავ, ხვეულ თმაზე გადაიტარა, მერე კი, კვლავ ძველებურ პოზას დაუბრუნა.
-ალბათ მაქვს ამის მიზეზი,-ღიმილით თქვა,-შეგიძლია ახლა თავი დამანებო?-მომეჩვენა, თითქოს ეს მთელი გულით მთხოვა. ასე უნდოდა მარტო ყოფნა? ალბათ მეგობრებსაც ამიტომ დაშორდა ასე ადრე...
-ცოტა ხნის წინ შენ შემომთავაზე წამოგყოლოდი,-ნიშნისმოგებით ვთქვი. მან კი თავი დამიქნია.
-ახლა შეგიძლია წახვიდე,-შევამჩნიე როგორ გახედა უკან მდგარ კორპუსს.
-კარგი,-ვთქვი რამდენიმე წამის შემდეგ.
მან თავი დამიქნია, მე კი ზურგი ვაქციე და საპირისპირო მხარეს წავედი. მიმოვიხედე, გზა განვაგრძე და წამებში ერთ-ერთ შენობას ამოვეფარე. როცა ამელის თვალს მოვეფარე გაჩერდა და კარგად დააკვირდა იმ გზას, სადაც მე გავიარე. დავინახე როგორ ამოისუნთქა. თითქოს შვება იგრძნო ჩემი წასვლით. უკან დაბრუნდა და იმ კორპუსში შევიდა, რომელთანაც დავემშვიდობეთ ერთმანეთს. შესვლამდე, სადარბაზოსთან გაჩერდა და კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი, მერე კი სიბნელეში გაუჩინარდა.
კმაყოფილმა ჩავიცინე.
ყოჩაღ, ზეინ, ყველაფერი სწორად გააკეთე. მისამართი უკვე ვიპოვე. ახლა უბრალოდ უნდა დავუახლოვდე...
BINABASA MO ANG
Not Today (Completed)
Fanfiction"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...