ყავისფერ ტუმბოზე მუქყდიანი დღიური იდო. მასზე კი ამავე ფერის ტარიანი დანა იდო.
დანაზე ასო 'J' 'A'-დ იყო გადაკეთებული. ჩაეღიმა ბიჭს ამის დანახვაზე, გულგამთბარმა აკანკალებული ხელი მოკიდა დანას და გვერდით გადადო, მერე დღიური აიღო. ყდას დახედა:
'ადამიანები იცვლებიან, ადამიანობა კი იგივე რჩება.'
ყდაზე ლამაზი, ოქროსფერი ასოებით ეწერა. თითქოს ახსოვდა ეს როდის დააწერა, თუმცა არა... სინამდვილეში არც კი იცოდა...
დღიურით ხელში პალატის საწოლის გვერდით დაჯდა. სევდიანი ღიმილით შეხედა მძინარე გოგოს. ეუბნებოდნენ მოკვდაო, აზრი არ აქვს, აპარატის გამორთვა სჯობსო, მაგრამ ვერ ბედავდა... არ შეეძლო. ახარებდა, აბედნიერებდა ზეინის სახე, როცა ერთად ამელს იხსენებდნენ. ციხის ცივ ოთახში ეს სხვანაირია... უცნაურია, როცა ბავშვობის მეგობარს ციხის ზედამხედველის თანდასწრებით ესაუბრები... გული საგულედან უვარდებოდა, როცა ხედავდა ზეინის თვალებს ამელზე ლაპარაკის დროს... ბოლოს კი, ყოველთვის, დამშვიდობების დროს ამელთან მისვლას სთხოვდა...
ისიც ახსოვდა, 'ბოლო დღეს' როგორ სთხოვა, დღიური არ დაგავიწყდესო. ახლა კი, სამი თვის შემდეგ, ლიამი ზეინის დღიურს ამელს უკითხავდა და იმედი ჰქონდა, ყველაფერი ესმოდა გოგონას, რომელიც მუდამ ყველაფერს იგებდა...
'ვფიქრობ, როგორ შეუძლიათ ასე მოქცევა? ერთ დღეს სცემდნენ, აწამებდნენ და მეორე დღეს აბედნიერებდნენ. არ მესმის... ალბათ ფეხებზე უნდა დავიკიდო...''შავი... დიდი და შავი. ისეთი თვალები აქვს, სამყაროს რომ დაგანახებს. მეც დამანახა სამყარო და გაქრა. იცი, ზოგჯერ მინდა გამოჩნდეს, ისე მინდა აქ იყოს... რომ წარმოვიდგენ რას შეიძლება აკეთებდეს გონება მერევა... მინდა აქ იყოს და თან მისი დავიწყება მინდა...'
ლიამს ეღიმება წაკითხვისას. ხვდებოდა, მისი ძმა შეყვარებული იყო. როგორი თბილი სიტყვაა ეს, როცა ნამდვილ სიყვარულს ეხება საქმე. არ იცოდა რა იყო ნამდვილი სიყვარული, მაგრამ... ზეინმა ხომ გაყიდა თავისი ცხოვრება... ამელის გამო.
KAMU SEDANG MEMBACA
Not Today (Completed)
Fiksi Penggemar"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...