-ამელ!-ვყვირი და მისკენ მივრბივარ. წამით ვამჩნევ მის შეშფოთებულ სახეს, გაფართოებულ, აცრემლებულ თვალებს და სახეს, რომელსაც კიდევ ერთი ჭრილობა შეემატა.
-რას აკეთებ?!-კაცი ახლა მე მომვარდა. ხელი მაჯაში ჩამავლო და სცადა თავისკენ მივეზიდე. მე კი ხელი ავიქნიე და მისი ტორები მოვიშორე.
-მიმყავს,-ამელს გავხედე. ხმას არ იღებდა. როგორ უკანკალებდა სავსე ტუჩები... როგორ ჩასწითლებოდა დიდი, თაფლისფერი თვალები...
-შენ ვინ გეკითხება ამას?!-კაცმა იღრიალა და ხელი მომიქნია,-შენი საქმე არაა! მოშორდი ამ...
-ამელ, გადი აქედან,-კაცის დარტყმისგან თავდაცვის შემდეგ ამელს მივუბრუნდი, თუმცა ის არ განძრეულა,-ამელ, წადი-თქო!
გოგო თითქოს გამოფხიზლდა. თავი დამიქნია. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ჩვენ წინ მდგომ, მთვრალ შუახნის კაცს, მერე კი ადგილს მოწყდა.
-ამას განანებ, ძუკნა! შენ კი...
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, მუშტი სახეში რომ გავარტყი.
-როგორ ბედავ!-ხელები საყელოში ჩამავლო და კედელს მიმანარცხა. მუცელში ძლიერი დარტყმისგან თვალთ დამიბნელდა.
ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა, წამით სახეზეც კი გადამირბინა, თუმცა ტკივილი ცინიკური ღიმილით ჩავანაცვლე.
-ჩვეულებრივად,-ვთქვი და ხელი ვკარი. ის იყო დანა უნდა ამომეღო, როცა კაცი გაშეშდა. სქელი ტუჩები შეეხსნა, თვალები გაუფართოვდა... ოდნავ წაბარბაცდა და ძირს დავარდა. მის უკან ამელი იდგა, რომელსაც აკანკალებულ ხელში უკვე გატეხილი შუშის ბოთლი ეჭირა.
წამით კაცის უგონო სხეულს მივაჩერდი. მერე კი ამელს ავხედე, რომელსაც ბოთლი ხელიდან გაუვარდა. ხელი სახეზე აეფარებინა და სველი თვალებით ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ კაცს მიშტერებოდა.მალე გამოვფხიზლდი. რა აზრი ჰქონდა ასე დგომას? მე ხომ არ ვგავარ სხვებს... მე მკვლელი ვარ და ამას ყოველ წუთს უნდა ვახსენებდე საკუთარ თავს. უგონო ადამიანს ასე არ უნდა ვუყურებდე...
ამელს თვალი მოვაშორე და კაცთან ჩავიმუხლე. ხელის ჩქარი მოძრაობით შევუმოწმე პულსაცია.
-ცოცხალია,-სიამაყით ვთქვი და ჩქარა წამოვდექი ფეხზე,-ასე აპირებ ჯდომას?!-ცივი ხმით ვიკითხე. მაღიზიანებდა ასეთი საქციელი.
-ამელ, ადექი ფეხზე!-ხელი მკლავში ჩავავლე და ადგომა ვაიძულე. როგორ იყო დასუსტებული...
წინ მივდიოდით, თუმცა ამელი თვალს არ აშორებდა ჩვენ უკან მყოფს...
KAMU SEDANG MEMBACA
Not Today (Completed)
Fiksi Penggemar"შევპირდი... არ მინდა მისი დაკარგვა. თითქოს... ჯანდაბა!.. არ მინდა წავიდეს. არა... ახლა არა. დღეს არა. საკუთარ თავს ვპირდები, აუცილებლად დავასრულებ ამ საქმეს. აუცილებლად გავათავისუფლებ მის სულს. თუმცა მანამდე... მანამდე მისი სხეული უნდა გადავარჩინ...